📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

4S თქვენი ბიზნესისთვის იურიდიულ და ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურების ახალ მიდგომას სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

4S არის საქართველოში დაფუძნებული ბიზნესზე ორიენტირებული პროფესიული სერვისების კომპანია, სადაც ბიზნესი ერთი ფანჯრის პრინციპით სხვადასხვა პროფესიულ მომსახურებას იღებს.

"გვინდოდა, რომ სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურება მარტივად მისაწვდომი, ხოლო შედეგი ეფექტიანი ყოფილიყო დამკვეთისთვის. 4S-ის მომსახურებებით სწორედ ამ მიზნის რეალიზებას ვახდენთ.

ჩვენი დაკვირვებით, ადამიანები პროფესიონალ კონსულტანტებს მაშინ მიმართავენ, როცა პრობლემა ჩნდება, არადა, პროფესიონალი ბიზნესისთვის შესაძლებლობას ქმნის", - სალომე ჯოჯუა, 4S-ის თანადამფუძნებელი.

როგორც სალომე გვიყვება, კომპანიის მიზანი დამკვეთების სამუშაო პროცესების გამარტივებაა. 4S-ის სლოგანიც ამას ემსახურება: Supportive Solutions Selected Smartly. ამისთვის კომბინირებული მომსახურებები შეიქმნა, რაც გულისხმობს, რომ დამკვეთი როგორც ბიზნესკონსულტაციას, ასევე იურიდიულ მომსახურებას ერთდროულად იღებს.

მაგალითად, თუ ბიზნესს კომპანიაში არსებული შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი შეფასება ესაჭიროება, შესაძლოა მასთან ერთად თანამშრომელთა ეფექტურობის ანალიზიც (ბიზნესსაკონსულტაციო მომსახურება) მიიღოს, რაც სხვადასხვა ცვლილების ან პროცესების ინიცირებაში დაეხმარება.

ბიზნეს და სამართლის პროფესიონალები ერთობლივი სამუშაო პროცესის ფარგლებში ფუნდამენტურად იკვლევენ და ბიზნესისთვის ყველაზე საჭირო პროცესის იდენტიფიცირებას ახდენენ. შედეგად, ბიზნესს თავისი პროცესები კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოჰყავს და მაქსიმალურად ეფექტურ შედეგს იღებს.

"Ჩვენ ვქმნით მეტს – ეს მხარდაჭერა და საიმედო პარტნიორობაა.

საკონსულტაციო ბაზარი საქართველოში საკმაოდ გაჯერებული და, ამავდროულად, დაურეგულირებელია. ყველაზე დიდ გამოწვევას ბაზარზე სწორი პოზიციონირება და სამიზნე აუდიტორიის შერჩევა წარმოადგენდა. ამ მხრივ ბევრი ვიმუშავეთ, რათა გვეპოვა სწორი აუდიტორია და მათთვის მკაფიო გზავნილი შეგვემუშავებინა, რითაც ჩვენი განსხვავებულობის წარმოჩენას შევძლებდით", - ანა თექთურმანიძე, 4S-ის თანადამფუძნებელი.

ანა მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა თავიდან სახიფათოდ გამოიყურება, აქ არ არის გარანტიები და არც მზა წარმატების ფორმულა არსებობს, მაგრამ შეუპოვრობა და მიზანდასახულობა ყოველთვის ფასდება.

ბიზნესის დაწყება ექსპერიმენტს ჰგავს, სადაც შედეგი ყოველთვის საინტერესოა. დამწყებ ანტრეპრენერებს ურჩევს, პირველ რიგში, მარცხის მიმართ ხედვა და დამოკიდებულება შეცვალონ.

როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, "თამაში დასრულებული არ არის" და შემდეგ ეტაპზე გადადიხარ. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში კარგ გამოცდილებას იღებ. მნიშვნელოვანია ანტრეპრენერს ესმოდეს, რომ მარცხი ბიზნესის ზრდის თანამდევი პროცესია და მისგან ინსპირაციის მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია წარმატებისთვის.

"ჩვენი ინსპირაცია ის განუხორციელებელი შესაძლებლობებია, რომლებსაც კერძო სექტორში ვხედავთ.

პროფესიონალ-კონსულტანტს ხშირად მიმართავენ პრობლემის გადასაჭრელად, სინამდვილეში კი კონსულტანტი შესაძლებლობების რეალიზებისთვის არსებობს. როგორც ერთ-ერთი ჩვენი დამკვეთი ამბობს: "კონსულტანტის მომსახურებაში გადახდილი თანხა ინვესტიციაა მშვიდი ძილისთვის".

4S კერძო სექტორში ცნობიერების ამაღლებას გეგმავს. სურს ის შესაძლებლობები და პოტენციალი აჩვენოს, რაც ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება.

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა