📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ატელიე პირველი" თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ელექტრონულ კომერციაზე გადავიდა

By Entrepreneur Staff

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

ბიზნესის მომავალი რომ უახლეს ტექნოლოგიებზე გადის, ამაში „ატელიე პირველის" დამფუძნებლები პანდემიისგან შექმნილმა გამოწვევებმა კიდევ უფრო დაარწმუნა. გამართულმა, დახვეწილმა ონლაინ მაღაზიამ მანამდე წარმატებული ბრენდის გაყიდვები და მომხმარებელი კიდევ უფრო გაზარდა, „ატელიეს" მიერ ხარისხიანი, მრავალფეროვანი ქსოვილებისგან შექმნილი სხვადასხვა სტილის ქალის სამოსი კი კიდევ უფრო პოპულარული გახადა.

„ონლაინ მაღაზია შევქმენით პანდემიის პერიოდში, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, b2c-ის პლატფორმაზე, რომელმაც დაგვიფინანსა ფოტოსესია, გაგვიკეთა cashback-ის აქცია, რომლის ფარგლებშიც, ჩვენი პროდუქციის VISA ბარათით ყიდვის შემთხვევაში, მომხმარებელს ფასის 25%-ს თიბისი უკან უბრუნებდა cashback-ის სახით. ამ აქციით მოვიზიდეთ უამრავი ადამიანი. ამის შემდეგ მოიმატა გაყიდვებმაც და მოვახერხეთ პანდემიის გამო შეჩერებული რალიზაციის პროცესის აღდგენაც," - ამბობს „ატელიე პირველის" დირექტორი, ანა შაიშმელაშვილი.

2017 წელს, 5 დასაქმებულით დაწყებული ბიზნესი, რომელმაც მუშაობა 2 საკერავი დანადგარით დაიწყო, დღეს საკუთარ საწარმოში დასაქმებულ 35 ადამიანს და 40 მანქანა-დანადგარს ითვლის.

კლასიკური, სპორტული თუ ქეჟუალ სტილის ტანსაცმელი, რომლის დიზაინსაც „ატელიე პირველის" დამფუძნებლები, მანოლა ჩოფლიანი და ანა შაიშმელაშვილი თავად ქმნიან, ტრენდულობისა და ხარისხის გარდა, მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა. ეს ყველაფერი კი, გამართულ ონლაინ ვაჭრობასთან ერთად, ბიზნესის წარმატებას ყოველთვიურად ზრდის.

მომავალში „ატელიე პირველი", კიდევ უფრო გაფართოებას და პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას გეგმავს. ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად კი, დამფუძნებლები აუცილებლად იზრუნებენ ონლაინ ვაჭრობის სისტემის კიდევ უფრო დახვეწაზე, რადგანაც, მათი აზრით, „ონლაინ ვაჭრობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ავტომატიზაციის ძალიან კარგი საშუალებაა, რაც პროცესებს საგრძნობლად აჩქარებს. ყველაფრის გაკეთება ბევრად უფრო სწრაფად ხდება, დრო კი ძალიან მნიშვნელოვანია."

„თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შეთავაზება მოიცავს პლატფორმის შექმნას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, მიიღონ განვადების და მიტანის სერვისი," - აცხადებს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია" თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას მოიცავს.

Entrepreneur Staff

Entrepreneur Staff

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!