📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა" და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიება 2 თებერვალს, 14-დან 16 საათამდე, პუშკინის სკვერში გაიმართება.

ღონისძიების მასპინძლები იქნებიან მწერლები: თეონა დოლენჯაშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ბესო ხვედელიძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიშა ბახსოლიანი. ისინი სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან ამონარიდებს წაიკითხავენ.

ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი წიგნის შერჩევას შემთხვევითობის პრინციპით, სკვერში განთავსებული თაროდან შეძლებენ. წიგნიდან მოკლე მონაკვეთის საჯაროდ წაკითხვის შემდეგ კი მათ ეს წიგნი საჩუქრად გადაეცემათ.

თაროზე განთავსებული იქნება სხვადასხვა გამომცემლობის განსხვავებული ჟანრის წიგნები - როგორც ქართველი ავტორებისა, ისე თარგმანები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, მრავალი წელია, ასზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. მასში ჩართულია მილიონობით მკითხველი, ავტორი, მთარგმნელი თუ გამომცემელი. ამ დღის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი