📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვის პერსპქტივები საქართველოში" ბათუმში ტურიზმის ფესტივალის, "ტურისტერი 2023"-ის ფარგლებში ტარდება ვორკშოპი "ტურიზმის მოსაკრებლის" შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

11 ნოემბერს, ბათუმში ტურიზმის ფესტივალის, "ტურისტერი 2023"-ის ფარგლებში ტარდება ვორკშოპი "ტურიზმის მოსაკრებლის" შესახებ, სადაც განხილული იქნება ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვის პერსპექტივები საქართველოში.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ტურიზმის საკანონმდებლო და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის მოსაკრებლის დანერგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმში (ტურიზმის მოსაკრებელი გახლავთ მუნიციპალური გადასახადი, რომელსაც იხდის მხოლოდ ტურისტი ღამისთევის შემთხვევაში, შესაბამისად, გადასახადი არ ეკისრება ადგილობრივ ბიზნეს-ოპერატორს).

ვორკშოპზე წარმოდგენილი იქნება ტურიზმის მოსაკრებლის რეგულირების ზეგავლენის პოტენციური შედეგები და ასევე დღგ-ს მიმართება ტურიზმის მოსაკრებლის ადმინისტრირებასთან, რასაც დაემატება ტურიზმის გადასახადების შეგროვების და მართვის სლოვენიური, კერძოდ კი ლიუბლიანას მაგალითის განხილვა, ასევე მონაცემთა ანალიტიკის გაუმჯობესების გზები ტურიზმის გადასახადის ჭრილში.

ვორკშოპის დროს ასევე მოხდება სასტუმროების დამოკიდებულების კვლევის შედეგების პრეზენტაცია აღნიშნული მოსაკრებლის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმსა და ქობულეთში ჩატარდა.

რაც შეეხება თავად ფესტივალს, ტურიზმის ფესტივალი "ტურისტერი" 10 და 11 ნოემბერს სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში ტარდება.

ფესტივალზე თქვენ გელოდებათ პანელური დისკუსიები, სპიკერთა პრეზენტაციები, ბიზნეს გამოფენა და რაც მთავარია ნეთვორქინგის და ახალი ურთიერთობების დამყარების უნიკალური შესაძლებლობა.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემები შემდეგია: ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში, ტურისტის ქცევის ცვლილება, ტურიზმის მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა ტურიზმში.

ფესტივალის გენერალური სპონსორი: საქართველოს ბანკი ბიზნესი და USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა;

გასტრონომიული მიმართულების გენერალური სპონსორი: რესტორანი "რუსთაველი"

პარტნიორები: ევრო კავშირი-გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG), ბათუმის მერია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა; სადისტრიბუციო კომპანია "ალალი", სასტუმრო კოლიზეუმი მარინა, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმი, გურუ ჰოლდინგი, ბეტა პრინტი;

მედია პარტნიორები: Entrepreneur, bm.ge და რადიო "ბათუმი";

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: https://tkt.ge/event/374375/turisteri-2023-turizmis-festivali

ორგანიზატორები: ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული სააგენტო "შინდი"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ

Business News

Amazon-ი ჰუმანოიდ რობოტებს ცდის

ტექნიკური გიგანტის თქმით, ახლა მას 750 000-ზე მეტი რობოტი ჰყავს, რომლებიც პერსონალთან ერთად კოლაბორაციაში მუშაობენ