📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ნორვეგიის ტურიზმის მხარდასაჭერად ქართული ჯგუფის ინსპირაციით შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი ''Tilbring sommeren i Norge'' ინსპირაცია - Spend your summer in Georgia

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

COVID-19-ის პანდემიის შედეგად ნორვეგიის ეკონომიკამ მძიმე დარტყმა მიიღო. ტურიზმის სექტორი, რომელიც ეკონომიკის დაახლოებით 9%-ია, მნიშვნელოვნად დაზიანდა. HORECA და ავიაციის სექტორში დასაქმებულების 80-90% უმუშევარი დარჩა.

ტურიზმის სექტორი ძირითად სარგებელს მიიღებს საერთო ეკონომიკის სტიმულირების პაკეტიდან. თუმცა, კონკრეტულ ინდუსტრიებზე გათვლილი დახმარების სახით, შემცირდება დღგ, 12%-დან 8%-მდე 2020 წლის ნოემბრამდე ტურიზმის სექტორისთვის.

კულტურული და სპორტული ღონისძიებებისათვის, რომლებიც სახელმწიფო შეზღუდვების შედეგად გაუქმდა, გამოთავისუფლდა $87 მლნ. კომპენსაციების სახით.

მთავრობამ მიიღო ზომები ავიაციის ინდუსტრიის დასახმარებლად. ნოემბრამდე უქმდება გადასახადები საჰაერო მგზავრზე. ადგილობრივი ფრენების მარშრუტებს კი, სადაც კომერციული ფრენები არ არის, სახელმწიფო შეისყიდის. ავიაკომპანიებს ასევე აქვთ წვდომა $580 მლნ-იან გარანტიების სქემაზე.

სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში, ქართული სოციალური ჯგუფის ინსპირაციით (Spend your summer in Georgia) შეიქმნა Facebook ჯგუფი „Tilbring sommeren i Norge", რომელიც მარტის თვიდან მოყოლებული ახდენს ნორვეგიის პოპულარიზაციას, როგორც უსაფრთხო და მიმზიდველი მიმართულება.

"ტურიზმის სტიმულირება" - EPRC-ის მიერ მოწოდებული პუბლიკაცია მოიცავს მხოლოდ იმ სტიმულირების პროექტებს, რომლებიც ქვეყნებმა მიიღეს უშუალოდ ტურიზმის სფეროს გამოწვევების საპასუხოდ COVID-19-ის პანდემიის პირობებში.

პუბლიკაცია დაფინანსებულია Black Sea Trust - German Marshall Fund of the United States მიერ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!