📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Apple Vision Pro-ს უფრო ხელმისაწვდომ, ბიუჯეტურ ვერსიას სავარაუდოდ 2025 წელს წარადგენს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple 2025 წლისთვის Vision Pro-ს უფრო ხელმისაწვდომი ვერსიის წარდგენას გეგმას. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი პირველი თაობის Vision Pro-ს კოლოსალური ფასია, რომლის ოდენობა $3,499 შეადგენს და არ არის განკუთვნილი მასობრივი საზოგადოებისთვის.

მოხსენების თანახმად, კომპანია თავდაპირველად ნეგატიური ემოციების თავიდან ასაცილებლად ფიქრობდა Vision Pro-ს ფასის გამოცხადების გადავადებას, თუმცა საბოლოოდ, მაინც ამჯობინა მისი 9 თვით ადრე გამოაშკარავება.

მეორე მხრივ, მომავალი გაჯეტი, რომელსაც სავარაუდოდ მხოლოდ Vision ან Vision One ერქმევა, მიზნად ისახავს საზოგადოების მასობრივ სეგმენტზე გასვლას. Apple-ს შეუძლია ახალ მოდელში გამოიყენოს შედარებით ბიუჯეტური ვერსიის ეკრანები, ნაკლებად ძლიერი ჩიპსეტი, ან შეამციროს კამერების რაოდენობა.

მესამე მხრივ, Apple შეეცდება შეინარჩუნოს ზოგიერთი ძირითადი ფუნქცია, როგორიცაა გარე EyeSight-ეკრანი და ჟესტებით მართვის სისტემა.

გარდა ბიუჯეტური ვერსიისა, გავრცელებული ინფორმაციით Apple ამ დროსათვის Vision Pro-ს შემდეგი თაობის მოდელზე უკვე აქტიურად მუშაობს.