📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თბილისი-ბათუმის მატარებელში ტურიზმის ჰაკათონი გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tbilisi Startup Bureau

2018 წლის 27-29 სექტემბერს თბილისი ბათუმის მატარებლის ბორტზე ტურიზმის ჰაკათონი დაიწყება. Startup Express - ინოვაციური სამდღიანი ბანაკი (bootcamp) აჭარაში, ჩაქვში გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებსა და რეზიდენტებს.

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს ახალგაზრდა ტალანტები, რომლებიც 48 საათის განმავლობაში საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის პრობლემებზე იმსჯელებენ და მათი გადაჭრის კრეატიულ გზებს წარმოადგენენ. 3 დღის განმავლობაში შერჩეული მონაწილეები იმუშავებენ იდეებზე, ბიზნეს მოდელებსა და პროტოტიპებზე ტურიზმის ექსპერტებთან და ამ დარგის გამოცდილ მეწარმეებთან ერთად.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის, როგორც ბრენდის განვითარებასა და პოზიციონირებაზე საერთაშორისო ბაზარზე. ეს პროექტი კი ემსახურება ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი მეწარმეების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას ბიზნეს საქმიანობაში.

ბანაკის სამუშაო ენაა ინგლისური.

განცხადებების მიღება უკვე დაიწყო! იხილეთ ბმული: https://forms.gle/ysMkBXMye5kRmRyr5

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 23 სექტემბერი (23:59).

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს მიერ და მხარდაჭერილია Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus-ის მიერ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე