📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Global Finance-მა თიბისი საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მეოთხედ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

"აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოში, სადაც უცხოური ვალუტის გაცვლის ტრანზაქციებზე მოთხოვნა მაღალია, როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნესებს, ოპერაციების მხარდამჭერი და სანდო პარტნიორი ესაჭიროებათ, რომელიც ვალუტის გაცვლასთან დაკავშირებულ რისკებს აარიდებს თავიდან. თიბისი და კერძოდ ჩვენი ხაზინის გუნდი, სწორედ ასეთი პარტნიორია", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„პანდემიით გამოწვეული საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური მომარაგების ჯაჭვის შეფერხება, სავალუტო კონვერტაციების პროცესში სანდო პარტნიორის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ჩვენ ის ბანკები დავაჯილდოვეთ, რომელთა გუნდები გამორჩეული პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და რომელთაც წარმატებით შეძლეს საკუთრი მომხმარებლების ცვალებად და გამოწვევებით სავსე პერიოდში მხარდაჭერა", - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!