📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

500 Startups-ის აქსელერაციის პროექტი წარმატებით დასრულდა მოზიდულია 16 მლნ ლარი და შეიქმნა 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

500 Startups-ის აქსელერაციის პროექტი დასრულდა და დასკვნითი ეტაპის სახით ჩატარდა Demo Day, სადაც ქართველი სტარტაპერები და ინვესტორები შეხვდნენ ერთმანეთს, განიხილეს თითოეული კომპანიის ბიზნეს მოდელი და მათი პერსპექტივები.

პროექტის ხელმძღვანელის, პედრო ვიერას შეფასებით, ქართულმა კომპანიებმა დიდი წარმატება და განვითარება მოიპოვეს აქსელერაციაში მონაწილეობით, სადაც მოზიდული ინვესტიციების ჯამმა 16 მილიონი ლარი შეადგინა და შექმნა 400-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

შეგახსენებთ, პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payze, Cardeal, Cargon, Agrolabs) „სილიკონ ველის" სტუმრობს. მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორი 500 Startups, საქართველოში „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა" და „საქართველოს ბანკის" პარტნიორობით, შემოვიდა.

Entrepreneur აგრძელებს საინფორმაციო მასალებს „სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილებაზე აშშ-ი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?