📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში საკუთარ აზრს თიკო მაღრაძე გვიზიარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რუბრიკაში „წარმატების მისაღწევად საჭირო 5 უნარი 21-ე საუკუნეში", − ჩვენს მკითხველს წარმატებული ქართველი ანტრეპრენერებისა და თავიანთ სფეროებში გამორჩეული, ნოვატორი ადამიანების ხედვებსა და რჩევებს ვაცნობთ.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ რისკის მენეჯმენტის მიმართულებით უდიდესი გამოცდილების მქონე ინტრაპრენერის, „ჰუალინგ პლაზას" გენერალური დირექტორის, თიკო მაღრაძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი 5 უნარის გამომუშავება ან განვითარება სჭირდება თანამედროვე, სწრაფად ცვალებად, დინამიკურ გარემოში მცხოვრებ ადამიანს.

გთავაზობთ თიკო მაღრაძის რჩეულ ხუთეულს:

კრეატიულობა − იდეისგან პროექტის, ხოლო პროექტისგან პროდუქტის შექმნა, ანტრეპრენერისგან განსაკუთრებულ, ხშირად კრეატიულ ხედვას მოითხოვს. იმის წინასწარ გათვლა, თუ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ბაზარზე რომელი იდეა იმსახურებს დამუშავებას, რომელი მათგანი დროებით კონსერვაციას, ხოლო რომელი საერთოდ ვერ მოიტანს შედეგს, მოვლენების უნიკალურ აღქმას საჭიროებს.

შრომისმოყვარეობა − იდეიდან შედეგამდე გრძელი და საკმაოდ რთული გზაა გასავლელი. ანტრეპრენერი ამ დროს საქმეში სრულ რესურსს ხარჯავს. საკმაოდ დიდი დროითი, მატერიალური და მენტალური რესურსია საჭირო ნებისმიერი პროექტის წარმატების ეტაპამდე მისაყვანად. ამ პროცესში ხშირად ახალ თვისებებსაც გამოვიმუშავებთ, მათ შორის − შრომისმოყვარეობას. წარმოუდგენელია თავდაუზოგავი და მუდმივი შრომის გარეშე დაგეგმილ შედეგამდე წარმატებულად სვლა. დაღლა წაგებას ნიშნავს!

სტრესგამძლეობა − ანტრეპრენერი გეგმავს, ავითარებს, ამუშავებს, რისკზეც ნაფიქრი აქვს, თუმცა არსებობს ბევრი ფაქტორი, რომელთა წინასწარ გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. კრიზისული მომენტები ახლავს ანტრეპრენერის ყოველდღიურობას და ამ დროს, მნიშვნელოვანია არ ავყვეთ პანიკას, არ ჩავიქნიოთ ხელი და მაქსიმალურად ვეცადოთ არ დავისტრესოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება პროექტზე, გუნდზე და საბოლოოდ, ძირითად შედეგზეც.

კრიტიკული აზროვნება/ლავირების უნარი − რა ხდება, როდესაც მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც ანტრეპრენერმა დაგეგმა? პროექტი საფრთხის წინაშეა და შესაძლოა გადაულახავი დაბრკოლების გამო განხორციელებული ინვესტიცია, ინტელექტუალური და დროითი რესურსი დაიკარგოს, არ დადგეს გათვლილი შედეგი. კარგი ლავირების უნარი, ანტრეპრენერს ამ შემთხვევაში საშუალებას აძლევს დაბრკოლების არსებობისას მოძებნოს ალტერნატიული გამოსავალი, ახალი გზა, ახალი რესურსი, და ეფექტურად გადაერთოს შესრულებაზე. საჭიროების შემთხვევაში, დაგეგმილი ბიზნესმოდელის ცვლილებაზეც არ უნდა თქვას უარი, თუ ეს ოპტიმალური გამოსავალი იქნება. საბოლოო ჯამში, კომპანიის გაკოტრებაც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად, თუ მის მართვას სწორად და ეფექტურად შევძლებთ.

დელეგირება − ანტრეპრენერი, რომელიც მიკრომენეჯმენტითაა დაკავებული, ვერ შეძლებს კომპანიისთვის იმ ძირითადი ღირებულების მოტანას, რისი რესურსიც მხოლოდ თავად მას აქვს. წარმოდგენა, რომ ანტრეპრენერმა უნდა იცოდეს, შეძლოს და მოასწროს ყველაფერი, მცდარია, რადგან წარმოუდგენელია ერთი ადამიანი ფლობდეს საკმარის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ყველა სფეროში. მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად, აუცილებელია სწორ კადრებზე, კომპანიებზე და ექსპერტებზე კონკრეტული მიმართულებების დელეგირება და მხოლოდ კონტროლის ნაწილში ჩართვა. ამგვარად, ანტრეპრენერს გამოუთავისუფლდება ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი − დრო, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. შენ ანტრეპრენერი ხარ, უკვე წარმატებული, და არ არის საჭირო ამის „ყოვლისმცოდნეობით" და „დაუზარებლობით" მტკიცება. მთავარი შედეგია, შედეგი კი, გუნდის გარეშე, წარმოუდგენელია!

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!