📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ ავიცილოთ თავიდან ლეპტოპის შემთხვევითი დაზიანებით გამოწვეული დისკომფორტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღესდღეობით, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა თითქმის წარმოუდგენელია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობის, განსაკუთრებით კი ლეპტოპების გარეშე. მოგეხსენებათ, მასშტაბური ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სამუშაო რუტინის უდიდესმა ნაწილმა სწორედ ტექნოლოგიურ სამყაროში გადაინაცვლა, რამაც შრომით ბაზარზე ციფრული პროფესიები წარმოშვა. ამ ადამიანთა სამუშაო პროდუქტიულობისათვის კი, მაღალი ხარისხის ლეპტოპები, ისევე როგორც მოწყობილობის შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული ბრენდის, "ალტერსოქსის" დამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი უკვე მრავალი წელია, რაც ციფრული ინდუსტრიის სამყაროში ოპერირებს. სწორედ ამიტომ, Entrepreneur დაინტერესდა, თუ რა როლს თამაშობს მის ყოველდღიურობაში როგორც ლეპტოპი, ისე სხვა ელექტრონული მოწყობილობები.

"ლეპტოპი ჩემი ყოველდღიური სამუშაო რუტინისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ბიზნეს ამოცანების უმეტეს ნაწილს, სწორედ ლეპტოპის მეშვეობით ვახორციელებ, იქნება ეს ფოტოების დამუშავება, გრაფიკული დიზაინი, წინდების დახატვა, ვიდეოების დამონტაჟება, სოციალური ქსელების მართვა, ფინანსები თუ ა.შ. თითქმის მთელ სამუშაო დროს ვატარებ ლეპტოპთან და კარგი ლეპტოპი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - გვიამბობს რეზი ბესელაშვილი.

როგორც რეზიმ აღნიშნა, მას ყოველდღიურად უამრავი საქმის მოგვარება უწევს ლეპტოპით, ამიტომ მოწყობილობის შემთხვევითი დაზიანების დროს სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტის მიღება მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. "ლეპტოპი შემთხვევით რამდენჯერმე დამიზიანებია და მომიწია კლავიატურისა თუ სხვა ნაწილების შეცვლა, რაც უამრავ დროს მოითხოვს და დიდი დისკომფორტია ადამიანისთვის, რომელიც ციფრული ამოცანების გადაწყვეტითაა დაკავებული. შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის გარანტია კი, უდიდესი კომფორტია და ზოგავს როგორც დროს, ასევე ფინანსებს", - აცხადებს "ალტერსოქსის" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, რეზი და მისი ოჯახი უკვე თითქმის 10 წელია, რაც ბრენდ Lenovo-ს ლეპტოპებით სარგებლობენ. უშუალოდ "ალტერსოქსის" დამფუძნებლის ურთიერთობა Lenovo-სთან 2016 წელს დაიწყო, რაც უპირველეს ყოვლისა ამ ბრენდის პროდუქციის ფასისა და მონაცემების საუკეთესო თანხვედრამ განაპირობა. Lenovo აღმოჩნდა სწორედ ის ლეპტოპი, რომელიც საუკეთესოდ მოერგო რეზის ყოველდღიურ საჭიროებებს. "ეს ბრენდი იმდენად მოგვეწონა, რომ მთელი ჩემი ოჯახი Lenovo-ს პროდუქტებზე გადმოვიყვანე და უკვე მრავალი წელია, რაც ამ კომპანიის მომხმარებლები ვართ", - აცხადებს ანტრეპრენერი.

აღსანიშნავია, რომ უკვე მრავალი წელია, რაც Lenovo მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის ტექნიკასთან ერთად, განსხვავებული სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებაზეა ორიენტირებული. ამჯერად კი, ბრენდმა ქართველ მომხმარებელს დამატებითი საგარანტიო მომსახურება - შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვა - ADP (Accidental Damage Protection) შესთავაზა, რაც გაუთვალისწინებელი შემთხვევების შედეგად, ნოუთბუქის ან პლანშეტის ფიზიკური დაზიანებით გამოწვეული ზედმეტი უსიამოვნებისგან და რაც მთავარია, ზედმეტი დანახარჯებისგან დაგიცავთ.

ADP სერვისი ითვალისწინებს ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, როგორებიცაა: მოწყობილობის ვარდნა (არა უმეტეს 5მ სიმაღლიდან), ძაბვის ვარდნით გამოწვეული დაზიანება, LCD ეკრანის გაბზარვა და კლავიატურაზე წყლის, ყავის ან სხვა რაიმე სითხის დასხმა, რასაც სტანდარტული საგარანტიო მომსახურება, როგორც წესი, არ ფარავს. აღნიშნული შეთავაზება მომხმარებელს თავიდან აცილებს საკმაოდ ძვირადღირებულ შეკეთების სერვისს ან სულაც ახალი მოწყობილობის შეძენას და გაუთვალისწინებელი დანახარჯების 28%-დან 80%-მდე დაზოგვის საშუალებას აძლევს.

შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისი - ADP - Lenovo-ს მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრში მაღალპროფესიონალი ტექნიკოსების მიერ სერტიფიცირებული ნაწილების გამოყენებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ტექნიკოსებს არ გამორჩებათ მხედველობიდან ის ფარული დაზიანებაც, რომელიც სხვაგვარად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩენილიყო. იმ შემთხვევაში კი, თუ მოწყობილობა შეკეთებას არ ექვემდებარება, მომხმარებელს ახალი ნივთი გადაეცემა.

დამატებითი მომსახურების - შემთხვევითი დაზიანებისგან დაცვის სერვისის (ADP) მიღება შესაძლებელია Lenovo-ს ნოუთბუქის ან პლანშეტის შეძენისას Lenovo-ს ავტორიზებულ პარტნიორთან - "ალტა".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!