📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Gamakidine.ge და Makidine.ge - ახალი პროდუქტი ქარუს დამფუძნებლისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მანქანის მოვლა ხომ თავისთავად ძალიან პრობლემატური და რთულია, მაგრამ სანამ მოვლამდე მიხვალ ყიდვაა ცალკე დიდი პრობლემა. ყიდვისას მანქანის სწორად შემოწმება ძალიან რთულია, რამდენ ახლობელზე გაგიგიათ რომ მანქანა "შეტენეს?" ან რამდენჯერ გინახავთ რომ მანქანის შერჩევისას წაგიყვანიათ მცოდნე მეგობარი და საერთოდ რომ არ მოელოდით ისეთი რაღაცეები აღმოუჩენია მანქანაზე. დღეიდან ყოველთვის შეგეძლებათ ასეთი მცოდნე მეგობარი გყავდეთ.

Makidine.ge - არის პროდუქტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლია მანქანის შერჩევა-მოძიების პროცესი ექსპერტს გადააბარო. უბრალოდ შეავსე განაცხადი, მიუთითე როგორ მანქანას ეძებ და პროცესი ავტომატურად წავა. ექსპერტი 3 დღის ვადაში გადმოგიგზავნის ტოპ 3 ავტომობილის დეტალურად ჩაშლილ პრეზენტაციას, სადაც ეწერება კონკრეტული ავტომობილების კონკრეტული მახასიათებლები. მაგალითად როგორ მდგომარეობაშია ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ელექტროობა და ა.შ. შენ კი უბრალოდ აირცევ რომელიც გინდა და იმას იყიდი. მომსახურების საკომისიო 50 ლარია, ამას დამატებული საწყისი ღირებულებიდან დაკლებული თანხის 20%. ანუ მაგალითად თუ რომელიმე მანქანა თავიდან $8000 ღირდა და ექსპერტმა გამყიდველს $500 დააკლებია საკომისიო იქნება 50 ლარს დამატებული $100. ასეთი ფასდადება პირდაპირ უზრუნველყოფს ექსპერტის შენს სასიკეთოდ მუშაობას, რადგან მისი ინტერესები შენსას ემთხვევა.

Gamakidine.ge - აქ ყველაფერი პირიქითაა, ექსპერტს უკვე მანქანის გასაყიდად ქირაობ. ექსპერტი მოდის, ათვალიერებს მანქანას, გეუბნება თუ რა იქნება მოსაწესრიგებელი რომ სარფიანად გაიყიდოს, თუ სურვილი გაქვს აწესრიგებს ყველაფერს და ანთავსებს გასაყიდად. ანთავსებს ყველგან, საიტებზე, Facebook ჯგუფებში, მოკლედ ყველგან. დაინტერესებული მყიდველის შემთხვევაში პასუხობს ზარებს, აჩვენებს ავტომობილს და ასე შემდეგ. აქ მომსახურების საკომისიო 50 ლარს დამატებული მანქანის ღირებულების 2%-ია. ანუ თუ ავტომობილი ღირს $10,000, მანქანის მეპატრონე იხდის 50 ლარს დასაწყისში და გაყიდვის შემთხვევაში დამატებით $200-ს. აქაც ექსპერტის ინტერესები თქვენსას ემთხვევა, რომ რაც შეიძლება კარგ ფასად გაგაყიდინოს ავტომობილი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!