📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

GITA 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის (ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები) ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს.

შეხვედრები Microsoft Teams - ის მეშვეობით ჩატარდება და დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი მეილზე gbagashvili@gita.gov.ge, შესაბამისად მიიღებენ ღონისძიებაზე დასწრების ბმულს.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ 30 აპრილამდე გრანტების პორტალზე დარეგისტრირებული განაცხადების შეფასება დასრულდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ხოლო პირველი მაისიდან შემოსული განაცხადების შეფასება - 2020 წლის სექტემბერში.

საინფორმაციო დღეების განრიგი:

10 აპრილი - 17:00 საათი;

17 აპრილი -17:00 საათი;

27 აპრილი - 17:00 საათი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა