📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

5 რამ, რასაც ყველაზე წარმატებული ანტრეპრენერები აკეთებენ (ადამიანთა უმრავლესობა კი - არა) როდესაც ხედავთ, რამდენი წარმატებული ადამიანი აკეთებს ერთსა და იმავეს, მათგან გაკვეთილების მიღებაც ღირს და ჩვევების სწავლაც

By Daniel Priestley

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბოლო 20 წლის განმავლობაში, უამრავი დრო მაქვს გატარებული მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად სპიკერებთან (რომლებსაც თითო გამოსვლაში $10 000-$100 000-ს უხდიან) და წარმატებულ ანტრეპრენერებთან (რომელთა კომპანიები $100 მილიონადაა შეფასებული). ქვემოთ ჩემს დაკვირვებებს გაეცნობით იმ ჩვევებზე, რომლებიც ყველა მათგანს შევნიშნე:

1. მათ სრულყოფილი პრეზენტაცია აქვთ, რომელსაც ყველას აცნობენ

მათ კარგად აქვთ გააზრებული თავიანთი პრეზენტაცია და ვინც კი შეხვდებათ, თითქმის ყველას აცნობენ. ეს ერთი შეხედვით ასეც უნდა იყოს, მაგრამ თქვენ განუწყვეტლივ გესმით, როგორ იმეორებენ ისინი გაუთავებლად ერთსა და იმავეს ასჯერ და ათასჯერ. თქვენ უთვალავჯერ მოისმენთ ერთსა და იმავე კარგად მოფიქრებულ ისტორიებს, მაგალითებს, ფაქტებს და ა.შ. მათ თითქოს მისია აქვთ დასახული − 1000 შესანიშნავი პრეზენტაცია უნდა ჩაატარონ.

2. ისინი მუდამ რაღაცას ქმნიან

ისინი განუწყვეტლივ მუშაობენ, სხვადასხვა ინფორმაციას აქვეყნებენ − სტატიებს, ბლოგებს, ვიდეოებს, წიგნებს და ა.შ. საერთოდ არ მიიჩნევენ დაბრკოლებად, თუ რაიმე სრულყოფილი არ არის. თითქოს თავიანთი გზავნილით მთელი ინტერნეტის შევსება სურთ. ისინი მოგზაურობის დროსაც მუშაობენ, შეხვედრებს შორის სლაიდებს აწესრიგებენ და Uber-ით გასეირნებისას, უკანა სავარძელში ვიდეოს წერენ. წუთსაც კი იშვიათად კარგავენ, განუწყვეტლივ რაღაცას ქმნიან.

3. მათ შემოსავლების სხვადასხვა წყარო აქვთ

ნამდვილი ფული კულისებში იქმნება. მათ პროდუქტებიც აქვთ და ბიზნესიც, რომლებსაც ფული მოაქვს, დამოუკიდებლად იმისა, თუ სად არიან და რას აკეთებენ. მათი ბიზნესი თითქოს ეიფელის კოშკს ჰგავს, ყველა მხრიდან ჩანს, მაგრამ ფულს სინამდვილეში, მიმდებარე მაღაზიებში გამოიმუშავებენ. შეიძლება იფიქროთ, რომ ისინი ფულს სცენაზე გამოსვლით გამოიმუშავებენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს შეხვედრებზე ხდება, მანამდეც და მას შემდეგაც, და მათ რეალურ ბიზნესინტერესებთანაა დაკავშირებული. გამოსვლებისას მიღებული ჰონორარები მათი ჯიბის ფულია, ნამდვილ წარმატებას კი ბიზნესის ფასეულობა ქმნის.

4. ისინი უზომოდ ბევრს ზრუნავენ თავიანთ რეპუტაციაზე

ისინი რეპუტაციაზე ისე ზრუნავენ, თითქოს ეს აქტივი იყოს, რომელიც თაობიდან თაობებს უნდა გადასცენ. ისინი ყველაფერზე იტყვიან უარს, თავიანთი პირადი ბრენდის შესაქმნელად ან დასაცავად. თუ ვინმე მათ ან მათი ბიზნესის რეპუტაციას ემუქრება, ჩასარევად მზად არიან. სწორ პლატფორმაზე მოხვედრა მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მათთვის პროფილი − ფართო აუდიტორიასთან მიმავალი საშუალებაა, რომელიც მათსავე გზავნილს გაიგებს და რესურსების შემდეგ წყაროსთან გაუხსნით გზას.

5. ისინი კარგად არიან დაუფლებულნი პარტნიორული ურთიერთობების დამყარების ხელოვნებას

ისინი ერთობლივი საწარმოებისა და პარტნიორობის სფეროს დიდოსტატები არიან. ათანხმებენ გარიგების პირობებს მეორე მხარესთან პირველ შეხვედრაზე. მათ იმის განსაზღვრაც შეუძლიათ, თუ რა როლს შეასრულებთ თქვენ მათი იდეის მხარდასაჭერად და რა გსურთ სანაცვლოდ. შესაბამისად, ისე დებენ გარიგებას, რომ ორივე ჰქონდეთ უზრუნველყოფილი, და თან, ხშირად 60 წუთზე ნაკლებ დროში. ისინი აცნობიერებენ, რომ არსებული რესურსების გამოყენება უფრო სწრაფადაც შეიძლება და თან უფრო მარტივია, ვიდრე ბორბლის თავიდან გამოგონება. მათ იციან, რომ ურთიერთობები ყველაფერია, და ისიც იციან, როგორ გამოიყენონ ეს ურთიერთობები.

შემთხვევითი არ არის, რომ ადამიანები ცხოვრებაში არაერთხელ აღწევენ წარმატებას. როდესაც ხედავთ, თუ რამდენიმე წარმატებული ადამიანი აკეთებს ერთსა და იმავეს, ეს თავისთავად მიგანიშნებთ, რომ არსებობს ჩვევები, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარება.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!