📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისის მხარდაჭერით SMEDA პირველ რეგიონულ ბიზნესფორუმს ატარებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების ასოციაცია (SMEDA) პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

„ჩვენ ვქმინთ უკეთეს ბიზნესგარემოს საქართველოში" - ამ სლოგანის ქვეშ ორგანიზაციამ გააერთიანა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული პროფესიონალები, რომლებიც ბიზნესთან, საჯარო სექტორთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონორებთან, არასამთავრობო სექტორთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის გამოკვეთას ქვეყნის ეკონომიკაში. ამ დროისთვის SMEDA-ს უკვე 170-მდე ოფიციალური წევრი ჰყავს და 2022 წლის ბოლომდე მათ 2000-მდე გაზრდას გეგმავს.

SMEDA-ს უკვე რამდენიმე წარმატებული პროექტი დაუგროვდა. მათ შორისაა USAID-თან პარტნიორობითა და მხარდაჭერით შექმნილი პროექტები: აქსელერატორი starta, რომელიც ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის შეიქმნა და ციფრული მარკეტინგული სააგენტო Martex, რომელიც კონკრეტულად მცირე და საშუალო ბიზნესზე მორგებულ ციფრულ მარკეტინგულ სერვისებს უზრუნველყოფს.

SMEDA-ს მიზნების მისაღწევად განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ ციფრულ ფორმატს ენიჭება, რომელიც ამ სფეროში SMEDA-მ სქართველოში პირველმა გამოიყენა და რომელიც მათ საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დედაქალაქიდან ყველაზე შორს მყოფ რეგიონებთან და იქ არსებულ მცირე და საშუალო ბიზნესებთან.

აჭარის ბიზნესფორუმი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით იმართება, ნაწილობრივ სწორედ ციფრულ ფორმატშია დაგეგმილი. SMEDA-ს წარმომადგენლების აზრით, ჰიბრიდული ფორმატი ამ ღონისძიების რადიუსს, მასშტაბს და ეფექტურობას გაზრდის. ბიზნესფორუმზე SMEDA-ს გარდა წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორები, ფინანსური ინსტიტუტები და რა თქმა უნდა, თავად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!