📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

გადარიცხე უფასოდ Visa B2B Connect-ით — ტერაბანკის ახალი აქცია ბიზნესკლიენტებისთვის

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს მსოფლიოს 107 ქვეყანაში დოლარის გადარიცხვა საკომისიოს გარეშე შეეძლებათ. სპეციალური აქცია 15 მაისიდან დაიწყო და საერთაშორისო ანგარიშსწორების პლატფორმა Visa B2B Connect-ით დოლარში შესრულებულ გადარიცხვებზე მოქმედებს.

აქციის პირობებით სარგებლობა ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს 15 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. მისი დასრულების შემდეგ კი გადარიცხვებზე ფიქსირებული შეღავათიანი ტარიფი 15 აშშ დოლარი ამოქმედდება.

შეგახსენებთ, Visa B2B Connect პლატფორმა სწრაფი, მოქნილი და უსაფრთხო საერთაშორისო ანგარიშსწორების სერვისს წარმოადგენს. იგი ტერაბანკის ბიზნესკლიენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ დღესდღეობით ყველაზე თანამედროვე, ინოვაციური, არასაბარათე, ბანკიდან ბანკში შეტყობინებებისა და ანგარიშსწორების მომსახურებით, განახორციელონ და მიიღონ უსაფრთხო და მოქნილი საერთაშორისო გადახდები მსოფლიოს 107 ქვეყანაში. Visa B2B Connect ტრადიციული მეთოდებისგან უპირველესად სისწრაფით განსხვავდება: მისი დახმარებით, ტრანზაქციები, მიმღები ქვეყნიდან გამომდინარე, 24-48 საათში აისახება.

"Visa B2B Connect პლატფორმა, მისი ინოვაციურობიდან გამომდინარე, მრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს და საშუალებას გვაძლევს, ჩვენს ბიზნესკლიენტებს, რომლებიც ტერაბანკის სტრატეგიულ სექტორს წარმოადგენენ, საინტერესო და მათი საქმიანობების განვითარებისთვის ხელშემწყობი სიახლეები შევთავაზოთ. ეს აქციაც სწორედ ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა და ვიმედოვნებთ, მისი მომგებიანი პირობებით ბევრი ჩვენი მომხმარებელი ისარგებლებს", - აცხადებენ ტერაბანკში.

აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი პირველი ბანკია, რომელმაც Visa-სთან პარტნიორობით, საქართველოში Visa B2B Connect პლატფორმა დანერგა. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც დისტანციურად - ინტერნეტბანკითა და მობილური აპლიკაციით, ისე ფილიალებში ვიზიტით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?