📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ნიკა აბაშიძე საავადმყოფოებსა და ექიმებს ონლაინრიგების აპლიკაციას უფასოდ სთავაზობს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელებას ხელი რომ არ შევუწყოთ, საჭიროა ექიმთან ვიზიტისას რიგებს თავი ავარიდოთ.

დღესდღეობით თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ნახავთ პაციენტებს, რომლებიც ექიმთან ვიზიტისას რიგში დგანან. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი ადამიანებში დისკომფორტს იწვევს, იგი განსაკუთრებით საყურადღებოა ახლა, როცა მსოფლიო კორონავირუსმა მოიცვა. ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლისთვის და სიტუაციის დასარეგულირებლად, Caru-ს დამფუძნებელი, ნიკა აბაშიძე მზად არის თავისი ონლაინაპლიკაცია ყველა საავადმყოფოსა და ექიმს უსასყიდლოდ გადასცეს. ონლაინრიგების აწყობილი სისტემა ადამიანებს საშუალებას მისცემს შინიდან დაარეგულირონ ექიმთან ვიზიტის თარიღი და კონკრეტულ დროს მივიდნენ საავადმყოფოში. შედეგად, გაქრება ცოცხალი რიგები და ვირუსის გავრცელების რისკიც შემცირდება.

ნიკას თქმით, აპლიკაცია უმარტივესია. როგორც ექიმს, ისე პაციენტს შეუძლია ღილაკზე თითის ერთი დაჭერით არეგულირონ ვიზიტის დეტალები. პაციენტთა სიის კონტროლსა და მასში ცვლილებების განხორციელებას შეძლებს ექიმი ან რიგის მენეჯერი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პაციენტთა ინფორმირებულობას.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე