📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველო - უკვამლო მომავლის ნაწილი საქართველო "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" გლობალურ, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის მისიას შეუერთდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 800 000 მწეველია, მათი დიდი ნაწილი კი ვერ ან არ ანებებს თავს მოწევას. ქვეყანაში არსებულ პრობლემას გამოეხმაურა "ფილიპ მორისის" გენერალური მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

"ჩვენ გვჯერა ტექნოლოგიებისა და მეცნიერების. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევქმნათ ტრადიციული მოწევის უკეთესი ალტერნატივა იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას", - განაცხადა იური გორდოკმა.

ქვეყნის ბაზარზე თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების გამოჩენის შედეგად საქართველო შეუერთდა "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" გლობალურ, თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნის მისიას.

დღესდღეობით, „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა" 8 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა უკვამლო პროდუქტების კვლევასა და განვითარების პროცესში. შედეგად, შეიქმნა მეცნიერულად დადასტურებული თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ჩაანაცვლონ ტრადიციული სიგარეტები.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოში 25 000 ზრდასრული მწეველი გადავიდა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის მოხმარებაზე და შეწყვიტა ტრადიციული სიგარეტის მოწევა. საყოველთაო ჯანდაცვისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების პარალელურად, ქვეყანაში 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

"საქართველოს ბაზარზე უკვამლო პროდუქტის წარდგენამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, რადგან ეს ინიციატივა გულისხმობს ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნასა და 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ინფრასტრუქტურასა და განვითარებაში", - განაცხადა იური გორდოკმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!