📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისი ონლაინ ბიზნესებს გადახდის მარტივ და ინოვაციურ გზას - ბმულით გადახდას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს ნერგავს. მცირე ონლაინ ბიზნესებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისიმ ონლაინ გადახდის ახალი პროდუქტი - ბმულით გადახდა შექმნა.

მცირე ონლაინ ბიზნესების უდიდესი ნაწილი, ვებ გვერდის გარეშე ოპერირებს ონლაინ სივრცეში, რადგან ვებგვერდის შექმნა და მართვა ხარჯებთან და დამატებით ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ასეთი ონლაინ მაღაზიები, პროდუქტის გაყიდვისას უპირატესობას სოციალური ქსელებს - ფეისბუქს და ინსტაგრამს ანიჭებენ.

ონლაინ მაღაზიის წარმომადგენელს თავად შეუძლია შექმნას ბმული და მომხმარებელს გაუზიაროს ელ-ფოსტით, ჩატის მეშვეობით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით და მომენტალურად მიიღოს გადახდა.

ონლაინ გადახდა მომხმარებლისთვისაც ძალიან მარტივი და კომფორტულია, რადგან იგი თავად ირჩევს გადახდის სასურველ გზას: ბარათით, ქიუარით, ინტერნეტ და მობაილბანკით, ერთგული ქულებით, Apple Pay-თ ან განვადებით.

თიბისის ბმულით გადახდის გააქტიურებით, ბიზნესი არა მხოლოდ იღებს გადახდას მარტივად, არამედ შესაძლებლობა ეძლევა სრულფასონად მართოს ონლაინ შეკვეთები, სპეციალური სამართავი სივრცის მეშვეობით. ამ სივრციდან ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია გადახდის ბმულის გენერირება, პროდუქციის კალათის დამატება და რედაქტირება და ტრანზაქციების ამონაწერის ნახვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!