📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

აქ. ახლა, თიბისიში უკვე შესაძლებელია ფულადი გზავნილებით უზრუნველყოფილი სესხის მიღება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თიბისიში სესხით სარგებლობა უკვე იმ მომხმარებლებსაც შეუძლიათ, რომლებსაც სახელფასო ჩარიცხვები არ უფიქსირდებათ.

თუ მომხმარებელი საზღვარგარეთიდან გზავნილს სტაბილურად იღებს, შესაძლებლობა აქვს, უმოკლეს დროში დაიმტკიცოს სესხი და ის საკუთარი საჭიროებებისთვის გამოიყენოს.

ფულადი გზავნილებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გამოყენება ნებისმიერი მიზნისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის: უძრავი ქონების ან ავტომობილის შესაძენად, სარემონტო ხარჯების დასაფარად, სწავლის დასაფინანსებლად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის და სხვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, მომხმარებელს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფულადი გზავნილის არანაკლებ ხუთი ჩარიცხვა უნდა უფიქსირდებოდეს.

სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 18.5%-დან იწყება, რაც შეეხება დაფარვის ვადას, ის სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე, 4-დან 15 წლამდე განისაზღვრება.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/loan-secured-by-remittance-campaign

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!