📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ბიზნესის ონლაინ-ტრანსფორმაციის პროცესი მარტივდება ამაში ახალი პლატფორმა accelerate.ge დაგეხმარებათ

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რამდენად დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას, ონლაინსერვისებისა და შესაძლებლობების ადაპტაციას კომპანიებისთვის.

იმის მიუხედავად, თუ რა მასშტაბის კომპანიას ვმართავთ, მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე მოქნილობა და სწრაფი რეაგირება შესაძლოა ჩვენი ბიზნესისთვის გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდეს.

თავის მხრივ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებზეც აისახება.

ბიზნესის ონლაინ-ტრანსფორმაცია სულაც არ არის მარტივი პროცესი და მოიცავს როგორც შიდა და გარე კომუნიკაციის სისტემის აწყობას, ასევე ონლაინმაღაზიის შექმნას, ვიზუალური მასალის დამზადებას და რიგ საკითხებს. მიმართულებები კი, რომლებიც ციფრულ სფეროში პოზიციონირებისთვის აუცილებელია, საქართველოში თითქმის არ ისწავლება, ან მოცულობით თანხებთანაა დაკავშირებული.

პროცესის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ბიზნეს-აქსელერატორმა „სპარკი", რამდენიმე კვირის წინ წარმოადგინა ახალი პლატფორმა accelerate.ge, რომელიც ბიზნესის საჭიროებებზეა მორგებული და მათ ონლაინ-ტრანსფორმაციის პროცესში ოთხი განსხვავებული სერვისის შეთავაზებით ეხმარება. თბილისის ბიზნეს-აქსელერატორი სრულიად უფასოდ განაგრძობს ბიზნესსუბიექტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას ამჯერად ახალი პლატფორმის მეშვეობით.

1. პირველი სერვისი, რომელსაც accelerate.ge-ზე ვნახავთ, არის Online-ტრენინგები, რომელიც ბიზნესსუბიექტებს კურსებზე დასწრების შესაძლებლობას პლატფორმიდან გაუსვლელად აძლევს და გვთავაზობს უფასო ინტენსიურ ტრენინგებს ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის:

  • ბიზნესის ონლაინმართვა
  • ონლაინმაღაზიის შექმნა
  • სოციალური მედიამენეჯმენტი
  • ციფრული მარკეტინგი
  • ანტიკრიზისული PR-ი
  • და სხვა უამრავი მომიჯნავე მიმართულება

2. მეორე სერვისი პოდკასტების ჩაწერა და ბიზნესსუბიექტებისთვის მათი გაზიარებაა. მსგავსი აუდიოჩანაწერები ეხება ყველა იმ საკითხს, რომელიც ბიზნესის განვითარებასა და მის online-ტრანსფორმაციაში დაგვეხმარება. რაც მთავარია, პოდკასტის მოსმენაც სრულიად უფასოა.

3. მესამე სერვისი არის ბლოგები და ე.წ. ტუტორიალები, სადაც ბიზნესსუბიექტებისთვის მზადდება სტატიები, როგორც მათი საქმიანობის განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე, ასევე იწერება დეტალური ინსტრუქციები, რაც ბიზნესის ონლაინმართვას გაგვიმარტივებს.

4. ხოლო მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი სერვისი მენტორების დახმარების კომპონენტია. აქ „სპარკის" გუნდის გარდა, გაერთიანებულია არაერთი სფეროს ლიდერი და ექსპერტი სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სამსახურიდან. ბიზნესის ხელშესაწყობად შექმნილ პლატფორმაზე სფეროს სპეციალისტები თქვენი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით უფასო კონსულტაციასა და რჩევებს ყოველდღიურად გაგიწევენ.

accelerate.ge საკმაოდ მოქნილია, ყოველდღიურად ემატება უამრავი სიახლე, რაც მას უფრო მეტად სასარგებლოს და საინტერესოს ხდის.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის გარდაუვალობაზე წლებია ეკოსისტემის წარმომადგენლები აქტიურად მსჯელობენ. ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენება კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბიზნესის გაციფრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი დღევანდელი სამეწარმეო საქმიანობისთვის.

ასე რომ, accelerate.ge-ის დახმარებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი მარტივდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ