📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ონლაინ ჰაკათონი Covid 19 - ის წინააღმდეგ #დარჩისახლში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

GITA

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და სარეკლამო კომპანია ,,რედბერი" წარმოგიდგენთ ონლაინ ჰაკათონს Covid 19 - ის წინააღმდეგ, რომელიც სტარტს 2020 წლის 3 აპრილს აიღებს.

ჰაკათონის მიზანია ახალი გამოწვევების შესაბამისად შეიქმნას ციფრული პროდუქტის პროტოტიპი, რომელიც ვირუსით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს და მონაწილე გუნდებს საშუალება ექნებათ 72 საათის განმავლობაში, მენტორების დახმარებით, იმუშაონ ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა: ონლაინ მედიცინა, სურსათით მომარაგება, დისტანციური განათლება, დაავადების გავრცელება/მონიტორინგი და სხვა.

პირველი ონლაინ ჰაკათონის საპრიზო ფონდი 20 000 ლარია, ხოლო გამარჯვებული გუნდი 2020 წლის 5 აპრილს ონლაინ პრეზენტაციების შემდგომ გამოვლინდება.

ონლაინ ჰაკათონში მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2WBKvTQ. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!