📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოში ქვევრის ფორმის 3D-გრილი დაიბეჭდება როცა კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ყოველდღიურობა ხდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

qvevri.xyz

3D-პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის − QVEVRI XYZ-ის შემდეგ მისი ავტორი დავით მიზანდარი ამჟამად სამგანზომილებიანი ქვევრის ფორმის გრილის 3D-პრინტერზე დაბეჭდვას აპირებს.

უფრო ვრცლად სტარტაპის შესახებ, რომელმაც 3D პრინტერით ქვევრი დაბეჭდა, იხილეთ ბმულზე. ეხლა კი სტარტაპის ახალ პროდუქტზე გვსურს გესაუბროთ, რომლის დიზაინიც უკვე შემუშავებულია. თიხის გრილი ასევე თიხის 3D-პრინტერის მეშვეობით შეიქმნება და სხვადასხვა ზომისა და წონის იქნება. როგორც ავტორი ვარაუდობს, გრილის წონა 30 კილოგრამიდან 300 კილოგრამამდე იმერყევებს და მისი გამოყენება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სარესტორნო ბიზნესისთვის იქნება შესაძლებელი.

საინტერესოა გრილის დიზაინიც, რომელიც ურმის ფეხებით იქნება გაწყობილი და მის გარე ზედაპირზე საქართველოს დროშა გამოისახება. გრილი ავტომატურად დაარეგულირებს ჟანგბადის შემავალ ნაკადს, გამომავალ კვამლს და ტემპერატურას.

ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი თვითრეგულირებადი თიხის 3D- გრილის გაყიდვაში ჩაშვების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ეს საქართველოში წარმოებული გრილის პირველი პრეცედენტი იქნება, რომელიც დიზაინის თვალსაზრისით და შემცველობით ქვევრის ანალოგს წარმოადგენს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება