📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ლიეტუვამ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მომუშავე სტარტაპერებისთვის ახალი პროგრამა აამოქმედა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ვილნიუსი, ლიეტუვის დედაქალაქი, სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. გასულ წელს ლიეტუვურ სტარტაპებში 428 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ლიეტუვაში მომუშავე სტარტაპების ღირებულება ამჟამად 7,1 მილიარდ ევროს აღემატება, ამასთან სტარტაპების ბრუნვა და ექსპორტი 2021 წელს გასულ წლებთან შედარებით 30%-ით გაიზარდა. განვითარების სწრაფ მაჩვენებელს ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო, კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ინოვაციური პროექტების წახალისება. სწორედ ამიტომ, ლიეტუვა, განსაკუთრებით კი, ვილნიუსი, სტარტაპერებისთვის მომხიბვლელ ადგილად იქცა. ბაზარი, რომელიც შთააგონებს გლობალურ ამბიციასა და მდგრადობას - სწორედ ასე მოიხსენებენ ვილნიუსს ადგილობრივი სტარტაპერები.

ლიეტუვა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მომუშავე სტარტაპერებისთვის, ახალ პროექტს, Startupcation, იწყებს, რომელიც გულისხმობს 1-კვირიან ვიზიტს ვილნიუსში. პროგრამა ბენეფიციარებს ეხმარება, აითვისონ ევროპული ბაზრები, შეხვდნენ წარმატებული სტარტაპერების დამფუძნებლებს, გაეცნონ მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრებსა და ქსელებს და მიიღონ ინფორმაცია ინოვაციების ხელშემწყობი სხვა პროექტების შესახებ. ინიციატივის ფარგლებში, შეირჩევა 10 სტარტაპი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეტუვაში არსებული სტარტაპის, Nord Security-ის, თანადამფუძნებელმა, ეიმანტას საბალიაუსკასმა, საკუთარი ბიზნესი ვილნიუსში ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერით გააფართოვა.

"ვილნიუსში ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი იდეები დარგის სპეციალისტებს, რაც, ფასდაუდებელი სარგებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის. ადგილოვრივი მუნიციპალიტეტებისა და ლიტვის მთავრობის მიდგომები ნამდვილად დასაფასებელია იმდენად, რამდენადაც ამ გარემოში ყველანაირი ხელშეწყობაა იმისთვის, რომ წარმატებულ სტარტაპერად იქცე. ინვესტორები ენდობიან რეგიონს და თავს დაცულად გრძნობენ აქ ინვესტიციების განხორციელებისთვის. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ვხედავთ ლიტვის სტარტაპ–ეკოსისტემის ზრდას და ვამაყობთ, რომ მისი ნაწილი ვართ", - აღნიშნავს ეიმანტას საბალიაუსკასი.

ინგა ლანგაიტი, სტარტაპების ასოციაციის "Unicorns Lithuania"-ს გენერალური დირექტორი განმარტავს, თუ როგორ უბიძგებს ლიეტუვა სტარტაპებს სწრაფი ზრდისკენ და იოცნებებისკენ.

"იეტუვაში სტარტაპერები ნაკლებად არიან განებივრებული ვენჩურული კაპიტალის სიუხვითა და დიდი ინვესტიციებით. ისინი შეუპოვრად მუშაობენ, დამოუკიდებლად აშენებენ ბიზნესს და გადიან მსოფლიო ბაზრებზე ბევრად უფრო კარგად მომზადებულები. სტარტაპერები ლიეტუვაში ქმნიან კეთილგანწყობილ საზოგადოებას, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციების განვითარებაზე", - აღნიშნავს ინგა ლანგაიტი.

სტარტაპ ვიზა ლიეტუვაში

პროგრამა "Startup Visa Lithuania" წარმოადგენს მიგრაციის გამარტივებულ პროცედურას, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტარტაპებსა და ინოვაციურ საწარმოებს,საშუალებას აძლევს შევიდნენ ლიტვის სტარტაპ–ეკოსისტემაში. პროგრამას მართავს Startup Lithuania, სტარტაპ–ეკოსისტემის ეროვნული კოორდინატორი. ის მოქმედებს როგორც შუამავალი მაღალგანვითარებულ საწარმოებებს, სავენჩურო ფონდებს, აქსელერატორებს, სტარტაპებისადმი მეგობრულ კომპანიებსა და მთავრობას შორის.

პროგრამა Startupcation იწვევს ათ სტარტაპ–გუნდს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, ვილნიუსში დარჩნენ ერთი კვირით, რათა მიიღონ ყველა ის ბენეფიტი, რასაც იღებენ სტარტაპები ლიეტუვაში: თანამშრომლობის გახსნილი კულტურა, ეკოსისტემის მოთამაშეების მხარდაჭერა, ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული ინფრასტრუქტურა და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს:

https://startupvisalithuania.com/

https://www.startuplithuania.com/

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!