📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''ატარე გულით'' - ახალი პერსონიფიცირებული სამკაულები ქართული ბრენდისგან ''ატარე''

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული ანბანის აქსესუარების მწარმოებელმა ბრენდმა „ატარე", სამკაულთა ასორტიმენტს ახალი პერსონიფიცირებული პროდუქტი − „ატარე გულით" დაამატა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახლა უკვე სასურველი სიმბოლოს „გულით ტარებას" შეძლებს.

სამკაულების სფეროში მომხმარებლებს შორის გულის ფორმის აქსესუარების მიმართ განსაკუთრებული ლოიალობის გამო, ბრენდმა „ატარე" გადაწყვიტა მისი აქსესუარების მორიგი ხაზი სწორედ „გულისთვის" მიეძღვნა. რაც შეეხება კონცეფციას და სლოგანს, იდეა დიზაინერ ირინა ქვლივიძეს ეკუთვნის, ხოლო გულის სიმბოლოებზე დიზაინერმა ლიზა ყაჯრიშვილმა იმუშავა. კონცეფციის ჩამოყალიბებაზე, დახვეწასა და დასრულებაზე „ატარეს" გუნდმა ზუსტად ერთი წელი იმუშავა, ხოლო საბოლოო პროდუქტი უკვე აპრილის ბოლოდან იქნება ხელმისაწვდომი ბრენდის ახალ ონლაინპლატფორმაზე და „სითი მოლში" განთავსებულ სტენდზე.

„იმის გათვალისწინებით, რომ ატარე პერსონიფიცირებული აქსესუარების ბრენდია, კოლექცია „ატარე გულით" ბრენდის ლოგიკური გაგრძელებაა. ეს არის სრულიად ახალი, მომხმარებლის სურვილებზე მორგებული, ემოციების გამომხატველი, დახვეწილი და სადა აქსესუარი. სიმბოლოების მრავალფეროვანი არჩევანი იძლევა საშუალებას, რომ ადამიანმა აარჩიოს მისთვის სასურველი ცნება, ინტერესი, ზოდიაქოს ნიშანი ან უბრალოდ, ჰობი, რომელსაც სიმბოლურად გულით ატარებს ან სპეციალურად საყვარელი ადამიანისთვის შექმნის საჩუქრად, რათა ატაროს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია", − აცხადებს „ატარეს" დამფუძნებელი თამარ ამირეჯიბი, − „USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში და ფინანსური მხარდაჭერით მალე დასრულდება ბრენდის სრულიად ახალი, თანამედროვე, ფუნქციურად გამართული ონლაინმაღაზია და მოხდება ახალი კოლექციის „ატარე გულით" მარკეტინგული აქტივობების უზრუნველყოფა. მომხმარებელს შეეძლება 50 სიმბოლოდან აარჩიოს მისთვის სასურველი. ეს არის ძალიან საინტერესო სასაჩუქრე იდეა. საიტის ეს გვერდი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე, რაც იძლევა შეკვეთების მარტივად გაფორმების შესაძლებლობას. აქსესუარების ახალი ხაზი − „ატარე გულით", სწორედ საიტის Atareshop.com-ის გაშვებასთან ერთად გახდება ხელმისაწვდომი".

სასაჩუქრე აქსესუარების ქართული ბრენდი „ატარე" 2018 წელს თამარ ამირეჯიბმა და მისმა დამ − ნესიმ დააფუძნეს. უკვე ოთხი წელია, რაც კომპანია წარმატებით ემსახურება ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს. „ატარე" იყო პირველი ბრენდი, რომელმაც გააკეთა აქსესუარი ქართული ანბანის გამოყენებით. დღეს, „ატარე"-ში დები ამირეჯიბების გარდა, ორი დიზაინერი, გაყიდვების 2 მენეჯერი და ხელოსნების ჯგუფი მუშაობს, ხოლო ბრენდის პროდუქციის ფოტო და ვიდეო მასალა ფოტოგრაფ მარიამ აფხაზავას ეკუთვნის. ეს არის ე.წ. „ტრენდსეტერი"კომპანია, რომლის მიერ შექმნილი უნიკალური აქსესუარები ხდება ყველაზე ტრენდული და სასურველი ქართულ ბაზარზე. „ატარეს" პროდუქციას ყოველთვის გამოარჩევს მაღალი ხარისხი, სისადავე და უნიკალურობა.

„ატარეს" აქსესუარებს, მაღალი ხარისხის გარდა, გამოარჩევს ის, რომ თითოეული პროდუქტი დამატებითი ემოციის მატარებელია. გარდა იმისა, რომ ჩვენი ოქროსა და ვერცხლის ასო-ნიშნები ინიციალებია, თითოეულს აქვს პოზიტიური დატვირთვა, ზედსართავი სახელის ან ცნების სახით. მაგალითისთვის: ბ-ბედნიერება, ს-სიყვარული, ჯ-ჯანმრთელობა და ა.შ.", − აღნიშნავს თამარ ამირეჯიბი, − „ჩვენი პირველი კოლექცია 400 ცალი ვერცხლის ასო-ნიშნისგან შედგებოდა და უზომოდ ვღელავდით, რამდენად მოვახერხებდით მის გაყიდვას, თუმცა ძალიან მალე მომხმარებლისთვის საყვარელი აქსესუარი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ის პირველი აქსესუარი დღემდე ბესტსელერია. ბრენდის მთავარი დატვირთვაა ქართული, უნიკალური პერსონიფიცირებული აქსესუარების შექმნა, რომელიც მხოლოდ დადებითი ემოციების გამომხატველია. „ატარე" მომხმარებელს სძენს თვითგამოხატვისა და ემოციების გადმოცემის საშუალებას. ჩვენი აქსესუარები ეხმარება მათ გამოამჟღავნონ ყველაზე საკრალური ემოციები, მაგ: ატარონ საყვარელი ადამიანის სახელი, ან გამოხატონ საკუთარი გრძნობები მათთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ".

სისადავის, სიმარტივისა და ხარისხის გამო, „ატარეს" აქსესუარები მრავალფეროვანი სეგმენტისთვისაა მისაღები, თუმცა თამარის თქმით, მათი მთავარი და ერთგული მომხმარებელი ქალია, რომლის უმთავრესი ფასეულობა და საზრუნავი მისი ოჯახი და შვილების კეთილდღეობაა; ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრები, მათთვის დათმობილი დრო და ყურადღება. გარდა ამისა, „ატარე" იქცა იმ მამაკაცების რჩეულ ბრენდად, რომელთაც უყვართ მათთვის ძვირფასი ქალების სიურპრიზებით განებივრება.

ბრენდი „ატარე", დაფუძნებიდან დღემდე, კოლექციების განახლების პროცესშია. შემდეგი აქსესუარის გამოშვება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება, რომელიც ასევე პერსონიფიცირების შინაარსით იქნება დატვირთული.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!