📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind-ი ონლაინ რეჟიმში გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკის მხარადჭერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind ონლაინ გაიმართება.

Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომელიც სტარტაპებს და ინოვატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი სილიკონ ველიზე, ლონდონსა და თბილისში.

Europe-Asia Connect წელს 100-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს, 5000-ზე მეტ დამსწრეს და სტარტაპს 35-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სპიკერების უმრავლესობა ცნობილი კომპანიების უშუალოდ დამფუძნებლები არიან, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან დაიწყეს და დღეისთვის ღირებული კომპანიები შექმნეს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სპიკერი მარკეტინგის გურუ, ანტრეპრენერი, ტექ-ევანგელისტი და არაერთი წიგნის ავტორი Guy Kawasaki-ა. ასევე სპიკერებს შორისაა Treasure Data-ს დამფუძნებელი - ბილ ტაი, კომპანია Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკ კოვალსკი.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, სილიკონ ველის ანტრეპრენერი, სტივ ბლანკი იქნება. სტივ ბლანკის მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიას და წარმატებულ პროექტს უკავშირდება. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში.

Europe-Asia Connect არის უნიკალური შანსი სტარტაპებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარებში;

გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ასევე, მიიღონ ყველაზე დიდ სტარტაპ შეჯიბრში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში, მიიღონ რჩევები სილიკონ ველის მენტორებისგან.

პირველი მსგავსი ღონისძიება თბილისში - Europe-Asia Connect - 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა, სადაც სპიკერები 15 ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული. იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ღონისძიება 100%-ით ონლაინ გაიმართება, ეს მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/tbilisi/

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/237767/startap-graindis-evropa-aziis-teqnologiuri-ghonisdzieba

ღონისძიება ტარდება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მას არაერთი ქართული და უცხოური პარტნიორი კომპანია ჰყავს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან