📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ინგლისური ენის სწავლების ცენტრის, „აი ენ თი''- ს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით 60 000 ლარის მოცულობის თანხა გამოყო. ფინანსური რესურსი უძრავი ქონებისა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ცენტრი ბათუმში მდებარეობს და უკვე 11 წელია ფუნქციონირებს. ამჟამად ობიექტი 32-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

„აი ენ თი" ყოველწლიურად 650-მდე მოსწავლეს იღებს, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი სწავლის დონის დამადასტურებელ, ადგილობრივ სერტიფიკატებს გასცემს. სასწავლო ცენტრი სამომავლო გაფართოების მიზნით ახალი ფილიალების გახსნასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „აი ენ თი"-ს და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაში. ბათუმში მდებარე ინგლისური ენის სწავლების ცენტრი უკვე მრავალი წელია ამზადებს მსურველებს. ჩვენი ხელშეწყობით კი ცენტრმა ახალი ინვენტარი და უძრავი ქონება შეიძინა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება კიდევ უფრო მეტი მოსწავლისათვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებაში. წარმატებას ვუსურვებთ „აი ენ თი"-ს სამომავლო საქმიანობაში, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ როგორც განათლების, ასევე ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობას",- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე