📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Starlink აგვისტოში მთელ მსოფლიოში იქნება ხელმისაწვდომი ილონ მასკის სატელიტური ინტერნეტსერვისი მალე გაეშვება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

Tesla-ს, SpaceX-ისა და Starlink-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა, 2021 წლის მსოფლიო მობილური კონგრესის ვირტუალურ ჩათში გააკეთა კომენტარი, რომ მისი სატელიტური ინტერნეტსერვისი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების გარდა, აგვისტოში იქნება ხელმისაწვდომი.

ამჟამად, Starlink-ს 1700-ზე მეტი სატელიტი აქვს, ათეულობით ქვეყანაში მუშაობს და დაფარვის ზონებს ყოველთვიურად აფართოებს. სააგენტო Reuters-ის თანახმად, მომდევნო 12 თვეში კლიენტების რაოდენობამ შეიძლება ნახევარ მილიონს მიაღწიოს.

სატელიტურ ინტერნეტკომპანიას ამ წლის თებერვალში 10 000 მომხმარებელი ჰყავდა. ამჟამად მათი რაოდენობა 69 000-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7-ჯერ გაიზარდა.

მასკის კომპანიის სატელიტები დაბალ ორბიტაზე მოძრაობენ, მაღალი სიჩქარე აქვთ და მცირე შეყოვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩამოტვირთვის დრო უფრო ხანმოკლეა. Starlink-ის ინტერნეტი იმ შორეული ადგილებისთვის შეიქმნა, სადაც ტრადიციული კომპანიები ადვილად ვერ აღწევენ.

კომპანიის დამფუძნებლის აზრით, საინვესტიციო ხარჯები $5-დან $10 მილიარდამდე იქნება, სანამ Starlink-ს მთლიანად დადებითი ფულადი ნაკადები არ ექნება.

სააგენტო Reuters-ის თანახმად, ზოგიერთი ანალიტიკოსი საეჭვოდ მიიჩნევს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია სატელიტური ინტერნეტის ბიზნესმოდელი, რადგან ის შორეულ გეოგრაფიულ ადგილებზეა ორიენტირებული, სადაც, სავარაუდოდ, ნაკლებადაა მოსახლეობა, რომელსაც მაღალი გადასახადების გადახდა შეუძლია.

მასკი მოკავშირეებს ეძებს

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აქვე აღნიშნა, რომ მას ადგილობრივ პოტენციურ პარტნიორებთანაც აქვს მოლაპარაკებები Starlink-ის შესათავაზებლად, თუმცა კომპანიების დასახელება არ ისურვა. მაგნატმა ეს იმით ახსნა, რომ რამდენიმე ქვეყანა მოითხოვს, ოპერატორებმა შორეული სოფლების დაფარვაც უზრუნველყონ თავიანთი 5G-ლიცენზიის ფარგლებში.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!