📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რიანა ოფიციალური მილიარდერი და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალია მისი ქონება $1.7 მილიარდს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

სუპერვარსკვლავი მომღერალი და ბიზნესმენი რიანა (რომლის ნამდვილი სახელია რობინ ფენტი) სულ ახლახანს გახდა ქალი, რომელიც Forbes-ის მიხედვით სულ ბოლოს შეიყვანეს მილიარდერთა კლუბში.

გამოცემა იტყობინება, რომ მისი ქონება $1.7 მილიარდს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოში „ყველაზე მდიდარი მუსიკოსი ქალია".

იგი 33 წლისა და დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია თავის მუსიკალურ კარიერაში, ერთობლივი პროექტებისა და რვა სტუდიური ალბომის წყალობით. ამასთან ერთად, 2017 წელს დაარსებული კოსმეტიკური კომპანიის Fenty Beauty-ის აღმასრულებელი დირექტორია და დამფუძნებელი.

რიანა Fenty Beauty-ის აქციების 50%-ის მფლობელია, აქციების მეორე ნახევარი კი ფუფუნების ნივთების კონგლომერატს, LVMH-ს ეკუთვნის. ბერნარ არნომ, რომელიც LVMH-ს მართავს, ამ კვირას სამარცხვინოდ ჩამოაგდო ტახტიდან ჯეფ ბეზოსი, რომელიც ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო მსოფლიოში.

Forbes-ის შეფასებით, მისი შემოსავლის კოლოსალური ნაწილი $1.4 მილიარდი კოსმეტიკურ ბრენდზე მოდის, რასაც ქალის თეთრეულის კომპანია Savage x Fenty მოჰყვება, რომლის ღირებულება $270 მილიონია.

„მისი კოსმეტიკური ბრენდი მასზე არ არის კონცენტრირებული, მხოლოდ რიანასთან არ არის დაკავშირებული", - განუცხადა Forbes-ს შენონ კოინმა, სამომხმარებლო პროდუქტების საკონსულტაციო კომპანიის Bluestock Advisors-ის თანადამფუძნებელმა, - "შესაძლოა მისი მუსიკა არ მოგწონდეთ, მაგრამ მან ნამდვილი სტილი შექმნა მოდისა და სილამაზის სფეროში".

რიანას დღეს დაახლოებით 103 მილიონი მიმდევარი ჰყავს Instagram- ზე და 102,5 მილიონი მიმდევარი Twitter-ზე.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე