📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

MASTERCARD საქართველოში ტურიზმის მხარდასაჭერად "დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისათვის"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნუგზარ გვალია

2020 წლის 17 სექტემბერს Mastercard-სა და საქართველოს ტურმიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. შეთანხმების თანახმად, Mastercard-ი საკუთარი სერვისებით საქართველოში მოგზაურობის გამარტივებასა და გახანგრძლივებას, ტურისტების რაოდენობისა და ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისათვის. გადავწყვიტეთ დავხმარებოდით ქართული ტურიზმის სექტორს გამოცოცხლებაში. ის აქამდე ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. ჩვენ ვხედავთ ტურიზმის განვითარების უდიდეს პოტენციალს საქართველოში და ვიცით, რომ დარგს პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება. ამიტომაც, დახმარება გადავწყვიტეთ. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში. გვჯერა, რომ თუკი შევქმნით უსაფრთხო გარემოს და დავეხმარებით ადამიანებს მოგზაურობის დაწყებაში, გავუმარტივებთ და გავაციფრულებთ მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამით არა მხოლოდ ტურიზმს დავეხმარებით ამოქმედებაში, არამედ სრულიად ეკონომიკას ზრდასა და გაძლიერებაში", − განაცხადა ნიკოლა ვილამ, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.

ტურიზმის სფეროს ამჟამად უამრავ გამოწვევასთან უწევს გამკლავება.

Mastercard-ი საკუთარი გამორჩეული მიდგომებითა და გამოცდილებით სწორედ ამ სირთულეების გადალახვაში დაეხმარება მას. საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის, კომპანიის პარტნიორ ბანკებსა და ბიზნესებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება გაცილებით მარტივი გახდება.

ამასთანავე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთობლივი თანამშრომლობით, მალე ტურისტებისთვის Mastercard Tourism Insight-ის პლატფორმა გახდება ხელმისაწვდომი. ის მომხმარებლებს ინოვაციურ, 360-გრადუსიან ხედვას შესთავაზებს თანამედროვე მოგზაურობაზე − როგორც მის დაწყებამდე, ასევე დასრულების შემდეგ. Mastercard Tourism Insight მარტივად გამოსაყენებელ ტექნოლოგიაში საჯაროდ ხელმისაწვდომი საძიებო სისტემისა და აგრეგირებული შესყიდვების ტენდენციებს გააერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ Mastercard-ისთვის საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი ნაბიჯები პირველი არ არის. Covid-19-ის პირობებში, გასულ ზაფხულს მან კამპანია „გამარჯობა, ზაფხულო" წამოიწყო, რომელიც შიდა ტურიზმის წახალისებასა და ქვეყნის შიგნით მოგზაურობის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ამასთანავე, Mastercard-მა TKT.ge-ისთან და „საქართველოს რკინიგზასთან", Wolt-თან, Coca-Cola-სთან და პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, არაერთი საინტერესო და მოგზაურობის მხარდამჭერი პროექტი შემოგვთავაზა.

თავად Mastercard-ი კი გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს მართავს და ერთმანეთთან მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში აკავშირებს. კომპანიის პროდუქტები და სისტემები ამარტივებს, გაცილებით უსაფრთხოსა და ეფექტიანს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა