📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"საქართველოს ფოსტასა" და "აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ფოსტა

„საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის" მხარდაჭერით, მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მემორანდუმით გათვალისწინებული პირველი ღონისძიება გულისხმობს, დეპარტამენტის მხრიდან ფოსტისთვის საქართველოს, კერძოდ, კი აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტომასალის გადაცემასა და სარგებლობის უფლების მინიჭებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალი კვირიდან, „საქართველოს ფოსტის" რიგ სერვისცენტრებში, რეალიზაციაში ჩაეშვება აჭარის ვიზუალის ამსახველი საფოსტო ბარათები.

„საქართველოს ფოსტა" საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა, როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე, სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. „საქართველოს ფოსტა" მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი, კერძოდ აჭარაში 7 სერვისცენტრი ოპერირებს. „საქართველოს ფოსტის" მიზანია, მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!