📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ტელნეტი - სრული აიტი მხარდაჭერა ვინ დაიწყო ბიზნესი 2020 წელს?

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თორნიკე ძიძიშვილიბიზნესგანვითარების დირექტორი

„ტელნეტის" დაფუძნების მიზანი ბაზარზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გვქონდა სურვილი, დაგვემკვიდრებინა უცხოური პრაქტიკა და მომხმარებლებისთვის მიგვეწოდებინა დახვეწილი და სრული სერვისი, რაც მათ სხვადასხვა შეხედულებას შეუცვლიდა აუთსორსინგთან მიმართებაში.

მოგეხსენებათ, დღესდღეობით ბევრი კომპანია ისევ თავს იკავებს, მიიღოს მომსახურება დისტანციურად და ამჯობინებს ჰყავდეს „ინსორს" კადრი, რომელსაც, თავის მხრივ, მხოლოდ ერთ ადამიანს, ვერ ექნება საკმარისი ცოდნა მართოს კომპანიის სრული ინფრასტრუქტურა და ყველა IT-კომპონენტი. ასეთი კომპანიებისთვის კი გადავწყვიტეთ, მათზე მორგებული პაკეტი შეგვექმნა, რომელიც ჩვენი სერვისის ჰიბრიდული ვერსიაა და გულისხმობს როგორც ადგილზე მყოფი ტექნიკოსის, ასევე დისტანციური მხარდაჭერის მიღებას, რაც ამარტივებს და აჩქარებს ყოველდღიური IT-პრობლემების გადაჭრას.

ასევე დიდ როლს თამაშობს „ნდობის ფაქტორი". ამიტომ, გადავწყვიტეთ, გამოგვეყენებინა ისეთი პროგრამები მონიტორინგისთვის და მოწყობილობების მართვისთვის, რომელიც სერვისების მიწოდებას უფრო გამჭვირვალეს გახდიდა მომხმარებელსა და „ტელნეტს" შორის. მოთხოვნის საფუძველზე, მომხმარებელს ვაწვდით ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ანგარიშებს, სადაც ყველა პროცესი არის ასახული.

„ტელნეტის" ძირითადი მიმართულებაა IT-აუთსორსინგი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ვართ ე.წ. MSP (Managed Services Provider), საკუთარ მომხმარებელს ვუქმნით სრულ კომფორტს და ვთავაზობთ IT-სთან დაკავშირებულ ნებისმიერ სერვისს: IT-აუთსორსინგი და მხარდაჭერა, პროექტების მართვა, უსაფრთხოების სისტემების იმპლემენტაცია, ინტეგრაცია, მართვა და მონიტორინგი, Cloud-გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია და მართვა, ჰოსტინგი და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისი.

მომხმარებელთან ხდება ჩვენი პროგრამისა და მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია, რაც სრულ კონტროლს გვაძლევს კომპანიის IT-ინფრასტრუქტურაზე და ჩვენი NOC-ცენტრიდან ხდება აღნიშნული მოწყობილობების კონტროლი, ასევე ყველაზე სწრაფი რეაგირება.

„ტელნეტი" ემსახურება ნებისმიერი ტიპის მცირე და საშუალო ბიზნესმომხმარებელს. მათ სერვისებს 24 საათის განმავლობაში ვაწვდით. მხარდაჭერის მისაღებად გვაქვს საკმაოდ კომფორტული არხები, რაც მომხმარებელსა და „ტელნეტს" შორის კომუნიკაციას საკმაოდ სასიამოვნოს და მარტივს ხდის. მომხმარებელს ასევე ჰყავს გამოყოფილი მენეჯერი, რომელიც უზრუნველყოფს ე.წ. დახმარების ბილეთების კონტროლს, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის სწრაფი მომსახურება.

„ტელნეტის" უპირატესობა არის სერვისების ერთ პროდუქტში გაერთიანება, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი იღებს აუთსორს IT-დეპარტამენტს, რომელიც ზრუნავს მათი პრობლემების მოგვარებაზე, შესყიდვებზე, პროექტების დაგეგმვაზე და არსებული ინფრასტრუქტურის 24-საათიან მონიტორინგზე.

ჩვენ ორიენტირებული ვართ ყველა სერვისის გაციფრულებაზე, რათა მომხმარებლისთვის IT-სერვისების მიღება იყოს სასიამოვნო, მარტივი და სწრაფი პროცესი.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება