📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

GITA-სა და ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებაზე ასოციაციის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ლაშა ერედელმა ასევე ისაუბრა ასოციაციის ხედვაზე, მისიასა და მიზნებზე.

ფინტექ ასოციაციის მიზანია ქვეყანაში ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა და ის განახორციელებს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისათვის წინადადებების შემუშავებას, საქართველოში ფინტექ მიმართულების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, საჯარო და კერძო სექტორს შორის საკომუნიკაციო პლატფორმის ჩამოყალიბებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოში არსებული ფინტექ მიმართულების კომპანიების პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ფინტექ სტარტაპებისათვის საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობაში ხელშეწყობას.

ასოციაციის გუნდში წარმოდგენილნი არიან პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე ფინტექ სექტორში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ტექნოლოგიური ტრენდები

მარტივად ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე

რატომ გახდა საჭირო ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის შექმნა?