📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რიგით მე-3 DevSecOps Inspire კონფერენცია საქართველოში ჩატარდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

HT Solutions რიგით მე-3 DevSecOps Inspire კონფერენციას 21 ივლისს ჩაატარებს, ღონისძიება მიზნად ისახავს, გააერთიანოს ტოპ კომპანიების აღმასრულებელი მენეჯერები საქართველოდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ტოპ ტექნიკური ექსპერტები DevOps და IT უსაფრთხოების სფეროდან.

DevSecOps Inspire კონფერენცია 1-დღიანი ღონისძიებაა 200-ზე მეტი ადამიანისთვის Google-ის, TBC Bank-ის, Dynatrace-ის, Aqua Security-ის, Hashicorp-ის, Business Technology University-ის, Nozomi Networks-ისა და სხვა წამყვანი კომპანიების საუკეთესო სპიკერებთან ერთად. აქ დაგხვდებათ Networking dinner და ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი ჩვენი სპონსორებისგან.

DevSecOps არის ტენდენციური პრაქტიკა აპლიკაციების უსაფრთხოებაში (AppSec), რომელიც მოიცავს უსაფრთხოების დროულად დანერგვას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლში (SDLC). ის, ასევე, აღრმავებს თანამშრომლობას განვითარებისა და ოპერაციების გუნდებს შორის, რათა უსაფრთხოების გუნდები პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ციკლში ინტეგრირდეს.

DevSecOps მოითხოვს კულტურის, პროცესისა და ხელსაწყოების ცვლილებას ამ ძირითად ფუნქციურ გუნდებში და უსაფრთხოებას საერთო პასუხისმგებლობად აქცევს. ყველას, ვინც ჩართულია SDLC-ში, თავისი როლი აქვს DevOps-ის უწყვეტი ინტეგრაციისა და უწყვეტი მიწოდების (CI/CD) სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ფორმირებაში.

DevOps-ში მყარი და ტრანსფორმაციული ბექგრაუნდით HT Solutions DevSecOps პრაქტიკებსა და ინსტრუმენტებს ავითარებს ქართული ბაზრისთვის. ჩვენ ვეხმარებით ქართულ კომპანიებს, დანერგონ შესაბამისი უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს.

ღონისძიება ჩატარდება Axis Tower-ში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

სიახლეები

18 საუკეთესო სამუშაო ინტროვერტებისთვის

რადგან ინტროვერტები თავშეკავებულები, მშვიდები და მოაზროვნენი არიან, მათთვის მართლაც შესანიშნავი იქნებოდა ცოტაოდენი თანხის დისტანციურად გამომუშავება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია