📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მემკვიდრეობის დაგეგმვის 4 გაკვეთილი ანტრეპრენერთათვის მინიმუმ, ანდერძი შეადგინეთ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

როდესაც საქმე გრძელვადიანი დაგეგმვის სცენარებამდე მიდის, ანტრეპრენერების საბოლოო მიზანი შემოსავლის მიღებაა მუშაობის გარეშე. როგორც წესი, ეს შეიძლება მოხდეს, როდესაც 60 წლის გახდებით, ან უფრო ადრეც, თუ ე.წ. „მილენიალი" ხართ და ჩართული პოპულარულ მოძრაობაში ფინანსური დამოუკიდებლობა, პენსიაზე ადრე გასვლა (F.I.R.E.), რომელიც ხარჯების შეზღუდვას, ასევე დანაზოგისა და ინვესტიციების მაქსიმალურად გაზრდას უჭერს მხარს. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფრთას მიეკუთვნებით − ამ უკანასკნელს თუ პენსიის დაგეგმვის ტრადიციულ მიდგომებს ამჯობინებთ, მთავარი ის არის, თუ რას ფიქრობთ პენსიაზე გასვლის შესახებ. მაგრამ ხომ არ არსებობს კიდევ ერთი რამ, რაზეც უნდა ფიქრობდეთ და ამ დროს არ ფიქრობთ? ეს გარდაცვალება და მემკვიდრეობის დაგეგმვაა. ქვემოთ ოთხი გაკვეთილია ანტრეპრენერთათვის მემკვიდრეობის დაგეგმვის შესახებ.

განიხილეთ ფინანსური გადაწყვეტილებები

როდესაც მემკვიდრეობის დაგეგმვაზე იწყებთ ფიქრს, უნდა იცოდეთ ვინ შეიძლება იყოს თქვენი ბენეფიციარი. ზოგიერთ შემთხვევაში, ის თქვენი პარტნიორი ან მეუღლე იქნება, ან ბავშვები, ან კიდევ მთელი ოჯახი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთლიანად თქვენ ხართ პასუხისმგებელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაზე, საკუთარ ბენეფიციართან ერთად უნდა განიხილოთ, რის საფუძველზე იღებთ ამ გადაწყვეტილებებს, რომ მან თქვენი მოდელი გაიგოს. ინახავთ თუ არა თქვენი შემოსავლის გარკვეულ პროცენტს? მას უნდა შეატყობინოთ ან დოკუმენტურად დაუსაბუთოთ მიზეზი. თქვენი შემოსავალი მრავალ ანგარიშზე ხომ არ გაქვთ განაწილებული? მას უნდა შეატყობინოთ ან დოკუმენტურად დაუსაბუთოთ მიზეზი. დიდი შენაძენის გაკეთება ან შვებულებაში გასვლა ხომ არ გსურთ? მას უნდა შეატყობინოთ ან დოკუმენტურად დაუსაბუთოთ მიზეზი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენი ბენეფიციარი თავს თქვენსავე ბიზნესის შემოსავლით ირჩენს. ყველა დეტალის გარკვევა, თუ რა დგას თქვენი ფინანსური გადაწყვეტილებების უკან, დაეხმარება მას, როდესაც თქვენ აღარ იქნებით ამ ბიზნესის წარმმართველი. ამ შემთხვევაში, თქვენი მემკვიდრეები ან ბენეფიციარები შეძლებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ისე, რომ წამსაც არ დაკარგავენ.

მინიმუმ, ანდერძი შეადგინეთ

თქვენი ანდერძი თქვენი აქტივების ნაკადის დადგენაში დაგეხმარებათ, ისევე, როგორც ამ აქტივების ადვილად აღმოჩენასა და ამოცნობაში. იქნებ სადმე გქონდათ ანგარიში საგანგებო შემთხვევებისთვის, რომლის შესახებაც თქვენ გარდა სხვამ არავინ იცოდა. ან იქნებ ცალკე ანგარიშები გქონდათ მხოლოდ თქვენს სახელზე. ანდერძში თქვენი ბანკების ჩამონათვალიც უნდა იყოს, ანგარიშის ტიპებიც და ნაშთებიც კი, რათა თქვენმა ბენეფიციარმა არ დაიწყოს „ნემსის ძებნა თივის ზვინში". თქვენს ანდერძში ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს აღწერილი, ან თუ გსურთ, შეიძლება ანდერძი ზოგადი სახის იყოს, მაგრამ მასში აუცილებელია თქვენი სურვილებისა და ბენეფიციარების მითითება. თქვენ რეგულარულად უნდა გადახედოთ და განიხილოთ საკუთარი ანდერძის დეტალები თქვენ მიერ შერჩეულ ბენეფიციართან ერთად.

თანასაკუთრება ან მინდობილობა

თქვენი ბენეფიციარის თანამესაკუთრედ ან მმართველ წევრად დანიშვნა მათ გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს ისე, თითქოს თქვენ იღებდეთ. ამასთან, თქვენგან სრულიად დამოუკიდებელად, ზუსტად იგივე უფლებებითა და პრივილეგიებით. თქვენს ბენეფიციარს მსგავსი უფლებები ექნება გარიგებებსა და ნაშთებზეც, მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. მათ უნდა დაამტკიცონ თავიანთი სტატუსი, და როგორც წესი, თქვენი ქმედუუნარობის შემთხვევაში თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები. მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის აღნიშვნაც აუცილებელია, ის არის, რომ მინიჭებული უფლებამოსილება მათ მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში ექნებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი გარდაცვალების შემდეგ მინდობილობა გამოუსადეგარი ხდება. თანამესაკუთრის სტატუსი თქვენს ბენეფიციარს გადარჩენის საშუალებას მისცემს პირადი საბანკო ანგარიშების არსებობის შემთხვევაში და მას კვლავ ექნება წვდომა ბალანსებსა და ტრანზაქციებზე მას შემდეგ, რაც თქვენ იქ აღარ იქნებით.

აიღეთ სიცოცხლის დაზღვევის პოლისი

სიკვდილი ტაბუდადებული თემაა, რომელზეც ლაპარაკი არავის სურს, განსაკუთრებით − საკუთარზე. როგორც პირადი ფინანსების, ისე ამ შემთხვევაშიც, ადამიანები მიდრეკილნი არიან „თავი ქვიშაში ჩარგონ" − თითქოს არაფერი ესმით და ვერც ვერაფერს ხედავენ.

ეს შეცდომაა, რადგან სიკვდილი გარდაუვალია. სიცოცხლის დაზღვევის ბევრი ვარიანტი არსებობს და კვალიფიციური სპეციალისტი საუკეთესო პოლისის არჩევაში დახმარებას შეძლებს თქვენი გარდაცვალების ხარჯების დასაფარად და თქვენი ბენეფიციარების დასახმარებლად, დაკრძალვის პროცედურების შესრულებისას. სპონტანური კამპანიები, როგორიცაა მაგალითად GoFundMe, ამ საშუალებას ვერ ჩაენაცვლება, მიუხედავად მათ მიერ მოზიდული თანხებისა. არსებობს სხვადასხვა ფორმულა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება დადგენა, თუ რა თანხა იქნება ეს თქვენ შემთხვევაში − ეს დავალიანების დაფარვას ნიშნავს, თქვენი შემოსავლის შეცვლას თუ უბრალოდ თქვენი დაკრძალვის ღონისძიებების დაფარვას. ყურადღებით შედგენილი სიცოცხლის დაზღვევის პოლისი საუკეთესო საშუალებაა მთელი თაობების კეთილდღეობის გარანტირებისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ მიერ დანიშნულ ბენეფიციართან ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ თქვენი გარდაცვალების შემთხვევაში, ყველას იდენტური ფინანსური მიზნები ექნება. მიუხედავად იმისა, უჭერს თუ არა მათ მხარს თქვენი ბიზნესი, თქვენი მემკვიდრე კარგად უნდა ერკვეოდეს, რა უნდა გააკეთოს და როგორ, როდესაც თქვენ ამქვეყნად აღარ იქნებით.

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ