📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

''სპარკი'' მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების მასშტაბურ პროექტს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თბილისის მერიისა და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი სპარკში 21 მარტს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერი, 9 თვიანი პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესისთვის დამზადდება საიმიჯო და ონლაინ მაღაზიის ტიპის საიტები. პროგრამა 9 თვის განმავლობაში იმუშავებს და ყოველთვიურად მიიღებს იმ ბიზნესების განაცხადებს ვისთვისაც მოცემული სერვისი ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხელს შეუწყობს მათ ეფექტიან ზრდას.

ყოველთვიურად, კონკურსის შედეგად გამოვლინდება რჩეული ბიზნესები, რომლებიც აკმაყოფილებენ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ კრიტერიუმებს. ბიზნეს აქსელერატორი სპარკი მოცემულ ბიზნეს სუბიექტებს დაუმზადებს საიმიჯო ან ონლაინ მაღაზიის ტიპის საიტს და ხელს შეუწყობს მათ მართვასა და შემდგომ განვითარებაში.

პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია საქართველოში დარჩენილი, ან ჩამოსული უკრაინელი მეწარმეების ჩართვა და მათი ხელშეწყობა.

რეგისტრაცია გრძელდება ყოველი თვის 5 რიცხვამდე.

რეგისტრაციისთვის შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://accelerate.ge/webpage/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?