📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ASADO Steakhouse - სტეიკების ახალი ისტორია სტეიკებთან ერთად აქ არაერთი საავტორო კერძის დაგემოვნებასა და გემოების კოლექციის მეტად გამდიდრებასაც შეძლებთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Asado Steakhouse

თუ გემრიელად შემწვარი და შეზავებული ხორცის, განსაკუთრებით კი სტეიკების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ ეს სიახლე თქვენთვისაა.

გამორჩეული გემოსა და გარნირების მქონე სტეიკები უკვე შუაგულ თბილისში, გორგასლის N9-ში - ASADO Steakhouse-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ახალ, გამორჩეული ინტერიერის მქონე და მყუდრო ადგილს კი სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ი გვთავაზობს და ახალ გემოვნურ გამოცდილებებს გვპირდება.

გრილზე შემწვარი ხორცის ისტორია დიდი ხნის წინ იწყება. ის არგენტინის პამპას თვალუწვდენელ ვაკეებზე მობინადრე გაუჩოებისა და აბორიგენების ტრადიციული მენიუდან იღებს სათავეს. არაერთ ქვეყანაში კი პოპულარული სულ მალე ხდება. ცნობილია, რომ სხვადასხვა გარემოში სტეიკების გემოვნურმა მახასიათებლებმა და მომზადების წესმა არაერთი ვარიაცია განიცადა, თუმცა, უმთავრესი ტრადიცია იგივე რჩება. ის საგანგებო ცეცხლის დანთებას, ხორცის ნაჭრების საგულდაგულოდ შერჩევასა და შეწვის განსაკუთრებულ ოსტატობას გულისხმობს. ამ დროს ცეცხლის გარშემო ოჯახის წევრები და მეგობრები იკრიბებიან და განსაკუთრებული ნაჭრების დასაგემოვნებლად ემზადებიან. ASADO Steakhouse-ის მიზანიც ამ გამორჩეული გემოსა და ტრადიციის ირგვლივ ძვირფასი ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთისთვის ახალი შთაბეჭდილებების გაზიარებაა. დახვეწილი ინტერიერის მქონე გემრიელი სივრცე აქ მოსულ სტუმრებს გატარებული დროის „გემრიელ" და დაუვიწყარ მოგონებებად ქცევას ჰპირდება.

იმ საგანგებო მენიუზე, რომელიც ASADO Steakhouse-ში შებიჯების შემდეგ დაგხვდებათ, ცნობილმა ბრენდ-შეფმა ენცო ნერიმ საგანგებოდ იზრუნა და ის ახალი ინტენსიური გემოებით გააჯერა. სტეიკებთან ერთად კი აქ კიდევ არაერთი საავტორო კერძის დაგემოვნებასა და გემოების კოლექციის მეტად გამდიდრებასაც შეძლებთ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!