📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდასაჭერად Entrepreneurship World Cup-ის კონკურსი გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Global Entrepreneurship Network Georgia საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მეწარმეებს, პოლისის შემქმნელებს, ინვესტორებს და სხვა. საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის მხარდასაჭერად, Global Entrepreneurship Network Georgia-ს ორგანიზებითა და წამყვანი ორგანიზაციების მხარდაჭერით, Entrepreneurship World Cup გაიმართება.

Entrepreneurship World Cup საერთაშორისო სტარტაპ კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 200 ქვეყნიდან 102,000-ზე მეტი სტარტაპი და ინოვატორი იღებს მონაწილეობას. პროექტი ხორციელდება GEN Georgia-ს, GITA-ს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ანტრეპრენერთა ასოციაციის, The Crossroads-ისა და ბიზნეს აქსელერატორ "სპარკისა" თანაორგანიზებითა და Entreprneur-თან თანამშრომლობით.

ინიციატივა მიზნად ისახავს სტარტაპების ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების ხელშეწყობას, გლობალური სააქსელერაციო პროგრამის დახმარებით. გლობალური ფინალისტები ერთმანეთს შეხვდებიან Misk Global Forum-ზე, რიადში, საუდის არაბეთში, ოქტომბერში.

გლობალური ჯილდო

გამარჯვებული სტარტაპი მონაწილეობას მიიღებს ონლაინ გლობალურ სტარტაპ ბუთქემფში და ასეულში მოხვედრის შემთვევაში, შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში, საუდის არაბეთში დაგეგმილ მეწარმეობის მსოფლიო თასის კონკურსის ფინალურ ღონისძიებაში, სადაც გამარჯვებული სტარტაპებისთვის, 1 000 000 $-ის ფულადი ჯილდოა გამოყოფილი. ამასთან ერთად შესაძლებლობა ექნება შეიძინოს საინტერესო კონტაქტები, აიმაღლოს ცნობადობა და დაამყაროს კონტაქტები პოტენციურ ინვესტორებთან.

ადგილობრივი ჯილდო

  • ანტრეპრენერთა ასოციაცია შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს მენტორშიპ სესიებს.
  • ბიზნეს აქსელერატორი "სპარკი" შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს მენტორშიპ სესიებს.
  • მონაწილეობის საშუალება Iliauni Zoomout-ის პრე-აქსელერააციის პროგრამაში (3 რჩეული სტარტაპი)
  • პროტოტიპის შემუშავება Fab Lab Iliauni-ში (3 რჩეული სტარტაპი)

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ სააპლიკაციო ფორმა 2022 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით, მითითებულ ბმულზე - https://platform.entrepreneurshipworldcup.com/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!