📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ანა ტატულაშვილის გზა ლექტორობიდან საავტორო წიგნების გამოცემამდე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ყველაფერი ათი წლის წინ, 2014 წელს დაიწყო. ლექტორად ვმუშაობდი და მოსწავლეების კერძო ჯგუფები მყავდა. მინდოდა შემექმნა მასალა, რომელიც დამეხმარებოდა, სწავლა-სწავლების პროცესი უფრო კომფორტულად და მარტივად წარმემართა.

სახელმძღვანელოებისთვის მინილექსიკონების შექმნა დავიწყე. შემდეგ მოსწავლეზე ინდივიდუალურად მორგებული მეთოდით საავტორო წიგნებიც დავწერე. პირადი რესურსი მასწავლებლებლებსაც შევთავაზე, რაც მათ მოსწავლეებთან მუშაობისას დროისა და ენერგიის დაზოგვაში დაეხმარა", - ანა ტატულაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი და დაწყებითი საფეხურის კოორდინატორი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში.

როგორც ანა მიიჩნევს, იმ დროისთვის ეს სიახლე იყო, ამიტომ დიდი გამოხმაურება მოიპოვა. ეს პროცესი შრომას, დროს, იდეას, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას მოითხოვდა, თუმცა შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დღეს მასწავლებლების მიერ უამრავი რესურსი და პირადი მასალა იბეჭდება, რაც ანას ძალიან ახარებს.

"დამოუკიდებელი საქმიანობა ლიდერული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დამეხმარა. ამან შეუპოვრობა მასწავლა. დღეს, ვფიქრობ, რომ ყველა ცხოვრებისეულ სირთულეს თან გამოსავალი ახლავს. მთავარია, სწორად მივაგნოთ. ცხოვრება ამოცანას მაგონებს, რომლის სწორად ამოხსნაც ჩვენზეა დამოკიდებული".

ანა გვირჩევს, რომ სიახლეების მიმართ მეტი მიმღებლობა გვქონდეს, ყველა ახალ იდეას დავაკვირდეთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, განვახორციელოთ. ყველა გამარჯვებული ადამიანი ოდესღაც დამარცხებული იყო, ნამდვილად ღირს, რომ იდეებს სიცოცხლე ვაჩუქოთ.

"ანტრეპრენარი არის ადამიანი, ვისთვისაც დამარცხება სამომავლო გამარჯვებაა. ანტრეპრენერი არის გაბედული ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ერთ დღეს აუცილებლად გამოუვა ყველაფერი, რაც თავად სურს. ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც პრობლემის მაგივრად გამოწვევას ხედავს და მისი დაძლევის გზებს ეძებს".

ანას სამომავლოდ გამომცემლობებთან თანამშრომლობა სურს. უნდა, რომ საავტორო წიგნები გამოსცეს და მარკეტინგსა და პიარშიც ბედი სცადოს.

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

შენს ერთგულ ამომრჩეველს რაღატომ გვებრძვი, ბიძინა?

ამ წერილს ერთი რიგითი ამომრჩეველი გწერ, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან შენს გვერდით ვდგავარ