📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია ყოველთვის იყო ადგილი, სადაც თანამოაზრეებისა და საზოგადოების საფუძვლის პოვნა შემეძლო" - ალბა ჰუერტა ლიდერები, რომლებიც კულტურაზე გავლენას ახდენენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბა ჰუერტა - Julep-ის დამფუძნებელი

ბარის მფლობელი ალბა ჰუერტა კოლეჯის სტუდენტი იყო, როდესაც ბარები და რესტორნები შეუყვარდა. მას თავდადება, დისციპლინა და ადამიანური კავშირები მოსწონდა. "სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია ყოველთვის იყო ადგილი, სადაც თანამოაზრეებისა და საზოგადოების საფუძვლის პოვნა შემეძლო", − ამბობს ჰუერტა, რომელიც მექსიკაში დაიბადა და ტეხასში გაიზარდა, − "ჩემთვის ყოველთვის ურთიერთობები იყო მთავარი და როგორც კი ეს გავაცნობიერე, ამ საქმეს მივუძღვენი თავი".

იგი ლას-ვეგასშიც იდგა ბარის დახლთან და ჰიუსტონშიც, შემდეგ, 2014 წელს საკუთარი კოქტეილის ბარ Julep-ის გახსნა გადაწყვიტა. მას ისეთი მენიუ და ინგრედიენტები აქვს, რომლებიც საზოგადოებასა და ადამიანებზე მოგვითხრობს. კოქტეილების წიგნი 2018 წელს გამოვიდა და Julep-მა 2022 წელს ჯეიმს ბერდის ეროვნული ჯილდო დაიმსახურა, ეს პირველი შემთხვევა იყო ქალაქ ჰიუსტონში.

"მენიუს შედგენა, რომელიც ინგრედიენტების მოგზაურობაზე მოგვითხრობს და იმაზე, თუ როგორ შემოდიან ისინი ჩვენს სამზარეულოში, ჩემთვის იმიგრაციული რეფორმის განსახილველი ინსტრუმენტი იყო, საკვებისა და სასმლის მაგალითით", − ამბობს ჰუერტა, რომლის ოჯახი საიმიგრაციო რეფორმისა და კონტროლის აქტის მიღებაში იღებდა მონაწილეობას 1986 წელს, − "მე ემიგრანტი, ნატურალიზებული მოქალაქე ვიყავი და შესაბამისად, სამუშაოს მოძებნა ადვილი არ იყო ჩემთვის. ეს დამეხმარა მცირე ბიზნესის მფლობელი გავმხდარიყავი. ჩემი ისტორიის გაზიარება დამეხმარა ლათინურამერიკელთა შემდეგი თაობის სურათის დახატვაში, რომლებიც თავიანთ მომავალზე ფიქრობენ და იმაზეც, თუ როგორ უნდა გახდნენ ამერიკული ოცნების ნაწილი"

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!