📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

სამაშველო "ქოხი" ზღვის დონიდან 3,700 მეტრ სიმაღლეზე - "ალტიჰატის" გუნდის ახალი პროექტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე რომელსაც წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს, იგეგმება ახალი სამთო-სამაშველო სახლის (ქოხი, ე.წ. შალე) განთავსება.

ახალი ინფრასტრუქტურა განკუთვნილია გადაუდებელი და დაუყოვნებელი სამთო სამაშველო მომსახურებისათვის სადაც ადგილზე განთავსდება 15 ადამიანი, მათ შორის მუდმივ მორიგეობას 4 პროფესიონალი სამთო მაშველი და პარამედიკოსი გასწევს.

სამაშველო ქოხი სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც უზრუნველყოფს როგორც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ასევე დაზარალებული პაციენტების ტრანსპორტირებისთვის მომზადებას, სტაბილიზაციას და სხვა გადაუდებელი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას.

პროექტში "ალტიჰატის" პარტნიორი შვეიცარული კომპანია ბალია (BALLY), კომპანიის გარემოზე ზრუნვის ფონდის - "ბალი პიკ აუთლუქ ფაუნდეიშენის" სახით.

23 თებერვალს, "ალტიჰათის" გუნდი პარტნიორებთან ერთად - "ბალის ფონდის" გამგეობის თავჯდომარე ედოარდო ჩელა და გამგეობის რამდენიმე წევრი, მათ შორის ცნობილ ალპინისტთან - დავა სტივენ შერპასთან და ბალის სხვა წარმოამდგენლებთან ერთად გამართავენ პრესკონფერენციას, სასტუმრო "რუმსში", თბილისში 4 საათზე, დასწერება თავისუფალია.

ბალის დელეგაციის შემდაგენლობა:

ედოარდო ჩელა - ბალის ფონდი, გამგეობის თავჯდომარე

ალექს პრესტონი - ბალის ფონდი, გამგეობის წევრი, მწერალი და ჟურნალისტი

ალექს ფოქსი - ბრიტანელი დიპლომატი

დავა სტივენ შერპა - ბალის ფონდის გამგეობის წევრი, ცნობილი ალპინისტი და მოგზაური

ტომ ედმუნდსი - კინო რეჯისორი

ჰუგო ურე - ბიზნესმენი, "ტორი ასეთ მენეჯმენტი", დიდი ბრიტანეთი

ჩარლს ლინდსი - საინვესტიციო კომპანია "აისიე", ბალის იურიდიული პარტნიორი

კვენტინ სოუსეკი - ბიზნესმენი, დიდი ბრიტანეთი

ჯასტინ ფიცპატრიკი - ბიზნესმენი, კომპანია "ფულ სირქელის" აღმასრულებელი დირექტორი, დიდი ბრიტანეთი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!