📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი "აქსელი" პირველ Pitch Day-ს მართავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

პირველი Pitch Day - სტარტაპების პრეზენტაციების დღე, დღეს გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვევიან ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას ანგელოზ ინვესტორთა ქსელების წევრები. ვიზიტის მიზანია საქართველოში ანგელოზი ინვესტორების კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით.

საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი „აქსელი" სტარტაპ ბიურომ და კედარი ვენჩერსმა დააფუძნეს. ქსელი მიზნად ისახავს, დააჩქაროს საქართველოში ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით.

პირველი Pitch Day ხორციელდება თბილისის მერიასთან პარტნიორობით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან თიბისი ბიზნესისთვის და პროგრამა „სტარტაპერი".

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ