📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისის მხარდაჭერით ''ინნ ჯგუფის'' კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქუთაისში "ინნ ჯგუფის" უმაღლესი კლასის სასტუმრო - "ქუთაისი ინნ" გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას სამთავრობო სექტორის, ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასტუმრო დაფინანსებულია "აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში. პროექტის დასასრულებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 5 მლნ ლარს შეადგენს.

"ქუთაისი ინნ" 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებს აერთიანებს. სასტუმროში 85 ადამიანი დასაქმდება.

"ინნ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მაღალი დონის სერვისითა და პროდუქტით ვცდილობთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება", - ერეკლე კოკაია, "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.

"ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაჩნდა, რომელშიც ადგილობრივები დასაქმდებიან. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ 45%-იანი წილით ტურიზმის სექტორის დაფინანსებაში ლიდერები ვართ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით 44 სასტუმრო გაიხსნა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში," - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ჰოლდინგი "ინნ ჯგუფი" 2015 წელს დაარსდა და დღეისათვის ის 8 კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა 4 მოქმედი სასტუმრო: "გუდაური ინნ", "ივერია ინნ", "ბაკურიანი ინნ", "როიალ ინნ" და 2 მშენებარე სასტუმრო: "ახალციხე ინნ" და "გორი ინნ".

მოქმედი და მშენებარე სასტუმროების დასრულების შემდეგ, ჯგუფის მართვაში ჯამში 4 და 5 ვარსკვლავიანი კატეგორიის 800 ნომერზე მეტი იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი