📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

POSTRED Academy ოსკაროსანი ხმის დიზაინერისა და კომპოზიტორის, ნიკოლას ბეკერის მასტერკლასზე გიწვევთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 ივლისს 11:00-საათზე POSTRED Academy-ს ორგანიზებით Rooms Hotel Tbilisi-ის Central Room-ში გაიმართება ოსკაროსანი ხმის დიზაინერისა და კომპოზიტორის ნიკოლას ბეკერის მასტერკლასი, სადაც ის კინოინდუსტრიითა და მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს "შემოქმედებითი თავისუფლების" თემაზე საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

მასტერკლასზე გაეცნობით:

  • შემოქმედებითი თავისუფლების არსს
  • ფენომენოლოგიას ანუ როგორ ისწავლოთ შეცდომებისგან
  • კოლექტიურ ინტელექტს ანუ როგორ იმუშაოთ გუნდურად და ეფექტურად
  • როგორ იფიქროთ კონცეპტუალურად
  • როგორ ესაუბროთ აუდიტორიას ხელოვნების დახმარებით
  • დროისა და სივრცის მნიშვნელობას ხელოვნებაში
  • მუსიკასა და ხმის დიზაინში ბუნებრიობის მნიშვნელობას

Sound of Metal, Arrival, Gravity, American Honey, Silent Hill, Angel-A და Hellboy II, ფილმების ის მცირე ჩამონათვალია, რომლის ხმის დიზაინზეც Nicolas Becker-ს აქვს ნამუშევარი.

8 ივლისი | 11:00
Rooms Hotel Tbilisi - Central Room
სარეგისტრაციო ბმული - https://shorturl.at/ayW23
ღონისძიება გაიმართება ინგლისურ ენაზე
ღონისძიებაზე დასასწრები ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციის შემდგომ დაელოდეთ მოწვევას ელ. ფოსტაზე.

ნიკოლას ბეკერის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://www.imdb.com/name/nm0065545/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი