📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ISET ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს ფინანსებში პროგრამა პროფესიონალ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია, რომელიც საფინანსო სექტორის "ოქროს სტანდარტად" არის აღიარებული

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ISET იწყებს ახალ სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში, რომელმაც 2022 წელს მიიღო ოფიციალური აკრედიტაცია. პროგრამა პროფესიონალ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია, რომელიც საფინანსო სექტორის "ოქროს სტანდარტად" არის აღიარებული.

პროგრამიდან მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით კურსდამთავრებულები შეძლებენ წამყვან პოზიციებზე მუშაობასა და საქართველოს საფინანსო სექტორში ინოვაციების შემოტანას. ისინი მზად იქნებიან მუდმივად ცვალებად საფინანსო სფეროში საქმიანობისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის მომავლის ფორმირებას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

პროგრამის შესახებ:

ISET სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო დონის ორწლიან ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას ფინანსებში, რომელსაც ევროპასა და აშშ-ში განათლებამიღებული უცხოელი და ქართველი ლექტორები ასწავლიან. პროგრამაზე ლექციები საღამოს საათებში ტარდება და მორგებულია საფინანსო სექტორში მომუშავე პროფესიონალებზე.

პროგრამაზე სწავლის საფასური არის 8,800 ლარი ერთი აკადემიური წლისთვის (4,000 აშშ დოლარი უცხოელი სტუდენტების შემთხვევაში). მეტი ინფორმაციისთვის და დასარეგისტრირებლად: https://iset.tsu.ge/index.php/degree-programs2/masters-in-finance

6 მარტს, 18:00 საათზე, ISET მართავს ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას მომავალი სტუდენტებისთვის. შეხვედრა გაიმართება ონლაინ პლატფორმა Zoom-ში. საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებათ გთხოვთ გამოიყენოთ ბმული.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!