📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც მობილურ ტელეფონში არსებული ელექტრონული საფულის საშუალებით გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათის კომფორტი პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ სასიამოვნო პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული ცხოვრება მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, ვიდრე მისი მოხმარების უსაფრთხოებისა და კონფედენციალურობის წესებს დავიცავთ.

გიზიარებთ რჩევებს, რომლებიც თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

  • არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას.
  • არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო.
  • ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემა.
  • ნურავის გაუზიარებთ ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს, ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია.
  • ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით.

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა ედუფინი

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას