📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის მოსწავლის ბარათის მფლობელები დღეში 2 უფასო მგზავრობით ისარგებლებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობისას თიბისის მოსწავლის ბარათს გამოიყენებენ, სპეციალური საშეღავათო ტარიფით, კერძოდ, დღეში ორი უფასო მგზავრობით ისარგებლებენ.

სიახლე ფოთის მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ფოთის სატრანსპორტო კომპანიის დახმარებით 13 სექტემბრიდან ამოქმედდა და ის თიბისის ფოთის ფილიალებში გაცემულ ყველა მოსწავლის ბარათზე მოქმედებს. შეღავათი ეხება მხოლოდ ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტს.

მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს, შესაძლებლობა ექნებათ რომ ყოველი 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ 2 უფასო მგზავრობით ფოთის მუნიციპალურ ტრანსპორტში.

მათ, ვისაც სურთ აღნიშნული საშეღავათო ტარიფით სარგებლობა და თიბისის მოსწავლის ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ფოთის ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, 2 სამუშაო დღეში ამოქმედდება.

ფოთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის აგვისტოდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?