📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

CU თავისუფლებისთვის | CU for Liberty

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CU

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - კავკასიის უნივერსიტეტმა გრანდიოზული ღონისძიებით - CU თავისუფლებისთვის | CU for Liberty - აღნიშნა, რომელსაც 5000-მდე CU-ის სტუდენტი, ადმინისტრაციული და აკადემიური თანამშრომელი ესწრებოდა.

უნივერსიტეტი უკვე მესამე წელია, რაც მასშტაბური აქტივობებით აღნიშნავს საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით დიდი დატვირთვის იყო, რადგან 2023 წელი CU-ისთვის საიუბილეო წელიწადია. კავკასიის უნივერსიტეტს ნოვატორობისა და უწყვეტი განვითარების 25 წელი შეუსრულდა, საუკუნის ერთი მეოთხედი ისტორიით, რომელიც ყველამ: სტუდენტებმა, კურსდამთავრებულებმა, აკადემიურმა თუ ადმინისტრაციულმა პერსონალმა ერთად შექმნეს.

ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, სიტყვით მიმართა:

"ჩემთვის, დღევანდელი დღე ყველაზე დიდი დღესასწაულია დღესასწაულთა შორის, რადგან არაფერი არ დგას შენს სამშობლოზე, შენს ქვეყანაზე წინ.

თქვენთან ერთად ეს დღე კიდევ უფრო დიდებული და დაუვიწყარი ხდება, რადგან თქვენ ხართ საქართველო და საქართველოს მომავალი. თქვენ უნდა გადაიბაროთ ეს ქვეყანა ძალიან მალე. 26 მაისი არის დღესასწაული, რომელიც ყოველთვის უნდა ვიზეიმოთ ქართველებმა თუ არაქართველებმა, ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

მინდა, რომ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოს გაუმარჯოს ჩემო მეგობრებო!!!

კავკასიის უნივერსიტეტში კი გვჯერა, რომ ცოდნა თავისუფლების საწინდარია."

ღონისძიებაზე გაჟღერდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები, იმის დასტურად, რომ თავისუფლება და ევროპული რაკურსი CU-ის იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

"CU თავისუფლებისთვის | CU for Liberty" კავკასიის უნივერსიტეტის სივრცეში გაიმართა, დამსწრე აუდიტორიას, სტუდენტებსა თუ თანამშრომლებს, უნივერსიტეტმა სასიამოვნო გარემოთი და მუსიკით უმასპინძლა. ღონისძიების ბოლოს, კი ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში ამ დღის აღსანიშნად გრანიოზული ტორტი გაიჭრა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!