📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თქვენი საქმე გაყიდვებია! გაყიდვების მიმართულებით თქვენი სამუშაო, ყველა დანარჩენზე რთულია

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თუ სტარტაპს ქმნით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი საქმე გაყიდვები იქნება. და თუ თქვენ მხოლოდ ფიქრობთ სტარტაპის შექმნაზე, ესეც ამას ნიშნავს − რომ თქვენი საქმე გაყიდვები იქნება!

შესაძლოა ვერც კი აცნობიერებდეთ, რომ ამისათვის არ იყოთ მზად, მაგრამ რეალობა შემდეგია − კომპანიის დამფუძნებელი, ამავე დროს, მისი პირველი გამყიდველია.

გაყიდვების მიმართულებით კი, თქვენი სამუშაო, ყველა დანარჩენზე რთულია. დიახ, რა თქმა უნდა, თქვენ პროდუქტი ან მომსახურება უნდა მიჰყიდოთ კლიენტებს. მაგრამ ამასთან ერთად, საკუთარი იდეაც უნდა გაყიდოთ, პოტენციურ პარტნიორებს, თანამშრომლებსა და ინვესტორებს უნდა მიჰყიდოთ იგი. შემდეგ, ყველა ამ ადამიანს უნდა უამბოთ იმ უამრავ ცვლილებაზე, რომელიც აუცილებლად იქნებოდა თქვენს კომპანიაში ამ გზაზე.

არ აქვს მნიშვნელობა, რა წარსული გაქვთ ან როგორი გამოცდილება, ან რა სახის კრიტერიუმებით საზღვრავთ, რა არის თქვენი მთავარი ფასეულობა. შესაძლოა თქვენ მეოცნებე ხართ, ან ტექნიკური ექსპერტი, ან ადამიანი, რომელსაც თავისი გამოცდილების წყალობით შეუძლია სრულიად უნიკალურად შეხედოს ბაზარს. ნებისმიერი შემთხვევაში, ეს შესანიშნავი იქნება. მაგრამ, ამასთან ერთად, გახსოვდეთ, რომ თქვენი საქმე გაყიდვებია.

გაყიდვებმა შესაძლოა სერიოზულად იმოქმედოს ანტრეპრენერების ნერვულ სისტემაზე. ალბათ, თქვენთვის არ არის მარტივი უცხო ადამიანებთან საუბარი. შესაძლოა, თქვენ ზუსტად არც იცით, როგორ უნდა მოახერხოთ საკუთარი ბიზნესის პოპულარიზაცია, და უხერხულად გრძნობთ თავს, როდესაც იმ გზაზე საუბრობთ, რომელიც კლიენტის საფულისკენ მიდის. თუ ასეა, ძალიან კარგი, რადგან ჩვენ სწორედ ამიტომ ვწერთ ამ საკითხებზე.

სხვადასხვა ისტორიას გიზიარებთ, რომ გაყიდვებს სხვაგვარად შეხედოთ. თქვენ თვითონ აღმოაჩენთ, რომ ფაქტობრივად, ძალიან კარგად გამოგდით უცხო ადამიანებთან საუბარი, თუნდაც არ ფიქრობდეთ, რომ ასეა. თქვენ იმასაც გაიგებთ, რომ გაყიდვების რბილი ტაქტიკა სასურველი სულაც არ არის და თან, არაბუნებრივიცაა. თუმცა, არსებობს გაყიდვების ბევრად უკეთესი, უფრო პატიოსანი გზა, და იმ ადამიანების მომსახურების გზა, რომლებიც თქვენ პროდუქტს ყიდულობენ.

იმედი გვაქვს, მალე დარწმუნდებით, რომ გაყიდვები კონკრეტული ტაქტიკა კი არ არის − რთული და დიდსულოვანი აქტია.

თქვენ მხოლოდ ნივთების გასაყიდად კი არ აფუძნებთ სტარტაპს, თქვენ მას ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად ქმნით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება ექნებათ, როდესაც თქვენ ამ პრობლემებს გადაჭრით! გაყიდვაა ის, თუ როგორ გაგაქვთ საკუთარი იდეა ამ სამყაროში და როდესაც ამას სწორად აკეთებთ, ბუნებრივია, ყველამ კარგად უნდა იგრძნოს თავი.

Jason Feifer

Entrepreneur Staff

სიახლეები

გამორჩეული ადამიანების თვისებები

რა განასხვავებთ ცხოვრების თამაშში "გამარჯვებულებს" დანარჩენებისგან?

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას