📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Founder Institute-მა ქართველი მეწარმეებისთვის აქსელერაციის პროგრამა შექმნა

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

პირველად ისტორიაში, Founder Institute-ი საქართველოში წარმომადგენლობას ხსნის და ქართველ მეწარმეებს საშუალებას აძლევს, სილიკონ ველის ყველაზე მასშტაბურ და წარმატებულ აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთონ.

სააპლიკაციო ფორმა უკვე ღიაა და ხელმისაწვდომია ყველა იმ მეწარმისთვის, რომელთაც სურთ, ტექნოლოგიური სტარტაპი დააარსონ და გლობალურ ბიზნესად აქციონ.

პროგრამა საშუალებას იძლევა, მეწარმემ, დარგის წამყვან ექსპერტებთან კონსულტაციით, საკუთარი ბიზნესიდეა სტარტაპად აქციოს, სტარტაპი კი წარმატებულ ბიზნესად გარდაქმნას.

Founder Institute-ის სხვადასხვა პროგრამის მონაწილეებმა დღემდე ჯამში 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დაფინანსება მოიზიდეს და წარმატებულ ბიზნესებს უძღვებიან 90-ზე მეტი ქვეყანის 200-ზე მეტ ქალაქში. ამ შესაძლებლობებში ქართველი მეწარმეების ჩართვა ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Georgian startup community: "Say no to the "Russian Law"!

Georgia has always been, is, and will continue to be part of Europe!

სიახლეები

ქართველი სტარტაპერები: "არა რუსულ კანონს"

საქართველო იყო, არის და იქნება ევროპა!